ვახტანგ ზენაიშვილი: ფეხბურთი ბიზნესია და ბიუჯეტით ბიზნესში მონაწილეობა მინიმუმ არაეთიკურია. და კიდევ, ამდენი ხანია "მოდის ჟორდანია" და რით ვერ ჩამოაღწია?! ჩემი აზრით საერთოდ არ ჩამოვა და თუ ჩამოვა ერთ თეთრსაც არ შემოიტანს კლუბში როგორც ინვესტორი. "მერაბიმ დაიბარა" რას ნიშნავს? რატომ ლაპარაკობენ სხვები მის მაგივრად? რატომ ვერ ხერხდება მისგან პირდაპირი ინტერვიუს მოპევება და ნათელი პოზიციის დაფიქსირება? ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ჟორდანიას განცხადება: "მზად ვარ ჩემი გამოცდილებით "გურიას" დავეხმარო", ძალიან ზოგადია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კლუბს ჩაიბარებს და მასზე პაუხისმგებლობას აიღებს. საქმე ისაა ბატონებო, რომ ლანჩხუთური საფეხბურთო "მაფია", ზაზა ურუშაძის მეთაურობით, კვლავ იმ ოპერიდან ასრულებს არიებს, რომელსაც არარსებული ინვესტორი ქვია :) ესაა კომენტარი რუსთავი ორით გასულ სიუჟეტზე.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0