ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მერაბ ჟორდანია: `ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, `გურია~ - მშობლიური გუნდი, ყოველთვის მზად ვარ, `გურიას~ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო და თუკი ერთობლივი ძალისხმევით კლუბს ძველ დიდებასა და სახელს დავუბრუნებთ, ეს დიდი სიხარული იქნება~

მერაბ ჟორდანია: `ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, `გურია~ - მშობლიური გუნდი, ყოველთვის მზად ვარ, `გურიას~ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო და თუკი ერთობლივი ძალისხმევით კლუბს ძველ დიდებასა და სახელს დავუბრუნებთ, ეს დიდი სიხარული იქნება~
13-02-2017, 00:00

`უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ლანჩხუთის `გურია~ თბილისში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მთავარი ისაა, რომ ამიერიდან კლუბს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის `დინამოსა~ და არნემის `ვიტესის~ ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებს... ...დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჩხაიძემაც დაგვიდასტურა: `შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ `გურიაში~ დიდი ცვლილებები იყო საჭირო და ასეც მოხდა. დიდი ხანია, მერაბ ჟორდანიას `გურიაში~ მოსვლა და მისი აღორძინება სურდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაასრულა და კლუბი გადაიბარა. მერაბის პირველი გადაწყვეტილება იყო, რომ ახალი სეზონისთვის `გურია~ დროებით გიგლა იმნაძემ და მე მოვამზადოთ. ამ ეტაპზე ვარჩევთ ფეხბურთელებს, რომლებიც ლანჩხუთელ მოთამაშეებს შეუერთდებიან~, - ამის შესახებ წამყვანი ქართული სპორტული გამოცემა `ლელო~ წერს. ლანჩხუთელთა მოთამაშე ირაკლი ხვედელიძე გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ გუნდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა: `სეზონის დასრულების შემდეგ `გურიიდან~ ყველა ლიდერი წავიდა და ადგილობრივებიც სხვა გუნდებში მოწყობას ვცდილობდით. გვეგონა, რომ `გურია~ დაიშლებოდა, მაგრამ ჟორდანიას დაბრუნებამ ყველა შეგვაჩერა - ლანჩხუთელები დავრჩით და იმედი გაგვიჩნდა, რომ ახალი სეზონისთვის ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება~. `ჰო და არას~ ინფორმაციით, თბილისში შეკრებაზე მყოფ `გურიაში~ 25 ფეხბურთელი ისინჯება. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიალო ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასელექციო სამუშაოები. „ამ ეტაპზე შერჩევის პროცესში ვართ, ტესტ-მატჩებსაც ფეხბურთელებზე დაკვირვების მიზნით ვატარებთ. ამიტომაც შეკრებისთანავე ჩავატრეთ პირველი ასეთი შეხვედრა გარდაბანის გუნდთან და 2:2 ვითამაშეთ. დღეს გუბაზ დოლიძის ახალგაზრდულ გუნდს ვხვდებით, თავის ასაკში საუკეთესო შემადგენლობაა და ამ მატჩსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ გუნდის დასაკომპლექტებლად. ამასთან, ცუდი ამინდი დაგვემთხვა და ამ დღეებში ლანჩხუთში ჩამოვალთ და გრიგოლეთში გადავალთ შეკრებაზე“ _ გვითხრა გიალო ჩხაიძემ. მისივე თქმით, თბილისში შეკრებაზე 7 ლანჩხუთელი ფეხბურთელი იმყოფება. `ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, `გურია~ - მშობლიური გუნდი, ყოველთვის მზად ვარ, ჩემი გამოცდილებით დავეხმარო და თუკი ერთობლივი ძალისხმევით კლუბს ძველ დიდებასა და სახელს დავუბრუნებთ, ეს დიდი სიხარული იქნება~ _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და `გურიას~ ექს-მოთამაშის, მერაბ ჟორდანიას პირად გვერდზე გავრცელდა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები