როგორც იქნა, საქართველოს ეროვნულმა
ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა 2 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში VII ტურის შეხვედრა ირლანდიის ნაკრებთან გამართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.თბილისში, "დინამო არენაზე" ანგარიში ირლანდიელებმა უკე მე-4 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გახსნეს. იმ ეპიზოდში აშკარა იყო ბურთზე გამოსულ გიორგი მაკარიძეზე უხეშად თამაში, თუმცა არბიტრმა შეინ დაფის გოლი მაინც ჩათვალა - 0:1.დასაწყისშივე გაშვებული გოლის მიუხედავად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეძლო უდიდესი სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ირლანდიელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა.34-ე წუთზე ჯანო ანანიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 1:1. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლია. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა - ფრე 1:1. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ქულა მოიპოვა და D ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე რჩება. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი (90, დავით ხოჭოლავა), ჯაბა ჯიღაური (75, გიორგი ჭანტურია), გიორგი ქვილითაია (85, გიორგი მერებაშვილი). ქართველთა კარგ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედიასაშუალებების მხრიდან. ყველა გამოცემა თანხმდება იმაზე, რომ ირლანდიის ნაკრებს ძალიან გაუმართლა და ქულა აიღო.
ეროვნულმა ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 866