ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გოდერძი მახარაძის სამი ახალი მსოფლიო რეკორდი

21-04-2025, 19:53

   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში გოდერძი მახარაძის  მსოფლიოს (გინესის) ახალი რეკორდების მოწმენი გავხდით.
მან ტრადიციული ლელობურთის დაწყებამდე ფეხბურთის, კალათბურთის და ბოლოს ლელოს გათამაშაბისათვის სპეციალურად შეკერილი 16-კილოგრამიანი ბურთით სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
  ფეხბურთის ბურთის თავით კენწვლით სირბილში მან 2022 წელს ქ. ბოლნისში დამყარებული რეკორდი (49,87) გააუმჯობესა და 37,7 წამში გაირბინა.მეორე რეკორდი კალათბურთის ბურთით თავით კენწვლით 200 მეტრი 1 წუთზე ნაკლებ დროში უნდა გაერბინა. წამზომმა 51,8 წამი დააფიქსირა.
რაც შეეხება მესამე რეკორდს, იგი სენსაციური იყო, რადგან მას თავზე გაჩერებული ლელოს 16,4 კილოგრამიანი ბურთით  50 მეტრი მანძილი 32,3 წამზე ნაკლებ დროში უნდა გაერბინა, რომ გაეუმჯობესებინა წინა წელში სოფ. შუხუთში დამყარებული მისივე რეკორდი. გოდერძიმ ეს შეძლო და მისი სარეკორდო დრო ამჯერად 25,66 წამი იყო.
  როგორც გოდერძი მახარაძემ გვითხრა, მისი რეკორდები მიუძღვნა უეფსის მებრძოლებს: მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიას, ალექსანდრე თოფურიას და რომან დოლიძეს.
  როგორც გავიგეთ, გოდერძი მახარაძე მორიგ რეკორდებს 26 მაისს ქ. ოზურგეთშიც დაამყარებს.
                                                                           ნუგზარ ასათიანი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 744
FACEBOOK კომენტარები