26-27 აპრილს ქ. ლანჩხუთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და სპორტული მაღაზია ,,ტრენაჟორების სახლის" (დირექტორები: უშანგი და მაია ყურაშვილები) სპონსორობით გაიმართა ,,გურიის" ლეგენდარული კაპიტნის, თეიმურაზ ჩხაიძის სახელობის (70 წლის იუბილისადმი მოძღვნილი) ტურნირი 2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ: ,,გურია" _ ლანჩხუთის საფეხბურტო სკოლა; ,,აჭარა" ქობულეთის ,,შუქურა"; იმერეთი" _ ქუთაისის ,,მართვე" და სამეგრელო _ ზუგდიდის ,,ბაია." გამოვლინდა გამარჯვებული. პირველ ადგილზე გავიდა ,,გურია" _ მწვრთნელები: შაქრო ბარამიძე, ავთანდილ ნარიაშვილი; ; მე-2 ადგილზე _ ზუგდიდიდს ,,ბაია;" მე-3 ადგილზე _ ქუთაისის ,,მართვე"; მე-4 ადგილი ქობულეთის ,,შუქურა;" გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები.
საუკეთესო მეკარე -,,გურია" - დათა ორმოცაძე; საუკეთესო მცველი _ ,,აჭარა", დავით ბერიძე; საუკეთესო ნახევარმცველი _ ,,გურია" - გიორგი გურგენაძე; საუკეთესო თავდამსხმელი _ ,,სამეგრელო" - ლუკა ფიფია; საუკეთესო ფეხბურთელი _ ,,გურია," სანდრო ტუღუში; საფეხბურთო კლუბ ,,გურიას" მიაერ დაწესებული პრიზი გადაეცა ,,გურიას" მცველს, რევაზ ჩიკაშუას. ტურნირის ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელად დასახელდა ქუთაისის ,,მართვეს" ფეხბურთელი, გიორგი ხანთაძე. გამარჯვებულებს თასები, სიგელები და ბურთები გადასცეს ვეტერანმა ფეხბურტელებმა: თეიმურაზ ჩხაიძემ, თეიმურაზ ალექსაიამ, ზვიად ენდელაძემ, თემურ ლორიამ, ავთანდილ ნარიაშვილმა და სხვებმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა დავით მუჯირმა ტურნიღში მონაწილე გუნდებს გადასცა 5-5 ცალი სათამაშო ბურთი.
გაიმართა ,,გურიის" ლეგენდარული კაპიტნის, თეიმურაზ ჩხაიძის სახელობის ტურნირი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 260