ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დარბაზის ფეხბურთის პირველი ჩემპიონი!!!

დარბაზის ფეხბურთის პირველი ჩემპიონი!!!
21-03-2017, 00:00

ტურნირს ზესტაფონის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. როგორც ვთქვით, ჩემპიონის ტიტული გურიის გოგონათა გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ხაშურისა და ქობულეთის გუნდები გავიდნენ. ტურნირის საუკეთესო მეკარედ ჩვენებური თათია გაბუნია დაასახელეს, ხოლო ბომბარდირი 14 წლის ნათია წოწერია 14 გატანილი გოლით გახდა. ტურნირმა 13 მარტს აიღო სტარტი, რომელშიც წალენჯიხის, ქობულეთის, ქუთაისის, ხაშურის, ჩხოროწყუს, ახალციხის, ლანჩხუთისა და აბაშის გუნდები მონაწილეობდნენ. `გურიამ~ ოთხოვე შეხვედრა მოიგო _ ახალციხესთან (9:0), აბაშასთან (13:0), ქობულეთთან (6:0) და ფინალში ხაშურთან (4:2), ბურთების შესაშური სხვაობით 32-2. `გურიას~ ღირსება დაიცვეს და ჩემპიონები გახდნენ: თათია გაბუნია, ქეთევან ურუშაძე, თამარ თავდიშვილი, მარიამ კალანდაძე, ია ალელიშვილი, ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ გოგეშვილი, მარიამ რომანჩუკი, მონიკა შურღაია, მანონი საღარაძე, ლანა მჟავია, ქრისტინა ხუხუნაიშვილი, ნათელა წოწორია. `ეს ტურნირი კარგი მოსამზადებელია სეზონისთვის, რომლის პირველ შეხვედრასაც 26 მარტს ხაშურის გუნდთან გავმართავთ~ _ განაცხადა დურმიშხან ჩხაიძემ.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები