ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სახალხო დღესასწაული წყალწმინდაში

23-08-2017, 00:00

სოფელ წყალწმინდაში გაიმართა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების სახელობის ტურნირი სხვადასხვა სპორტულ სახეობაში.ადგილობრივმა ხელისუფლების წარმოადგენლებმა მეომრების დათო რამიშვილის,ნიკო იმნაძის და პაატა პაპიძის საფლავები მოინახულეს,ყვავილებით შეამკეს ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.გულშემატკივარმა ლია სამადაშვილმა მონაწილე ლუკა ჩხარტიშვილს გადასცა ფასიანი საჩუქარი.აღსანიშნავია რომ,ქალბატონი ლია ყოველ წელს ესწრება წყალწმინდაში გამართულ სპორტულ შეჯიბრს და მონაწილეებს აჯილდოვებს.გაიმართა ტრადიციული დოღი,ცხენოსნობაში გამოვლინდნენ ფინალისტები:ლევან სიხარულიძე,გივიკო მითაიშვილი,ანზორ კუტალაძე და სანდრო გოგუა.მკლავჭიდში კი გამოვლინდა გამარჯვებული აკაკი კვირკველია,ირაკლი ართილაყვა,ზურაბ ჩხარტიშვილი.ჭიდაობაში გამოიჩინეს განსაკუთრებული აქტივობა ბექა და ირაკლი ართილაყვებმა, ასევე დიმიტრი მახარაძემ.წყალწმინდაში გამართულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო გურიის სამართველოს წარმომადგენელი გელა ბაქანიძე და ვეტერანთა წარმომადგენელი შოთა ფირცხალაიშვილი.სოფლის ტრადიციული ღონისძიების ჩატარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს გამგეობის სოციალური სამსახური,სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა განყოფილება.ღონისძიებას ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე,დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.სოფელ წყალწმინდაში გამართულ სახალხო დღესასწაულს ორგანიზება გაუწია ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა თემურ მარშანიშვილმა.

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები