25 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გამოვედი ინიციატივით.
სოფელ ჯუნეწერიდან იყო ეროვნული გმირი, ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დახვრიტეს 1993 წელს.
1994 წელს დავით ბოლქვაძე (გარდაცვალების შემდეგ) გახდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანი.
აუცილებლად ჯუნეწრის სკვერი უნდა გახდეს დათოს სახელობის.
აუცილებელია შეიქმნას დავით ბოლქვაძის მემორიალური დაფა
სოფელ ჯუნეწერში ფუნქციონირებდა დავით ბოლქვაძის სახელობის სკოლა, რომელიც სიძველისგან დაინგრა.
ხვალიდან ვიწყებ ხელმოწერებს შეგროვებას და მივიტან მერიაში.აუცილებელია შეიქმნას დავით ბოლქვაძის მემორიალური დაფა.
აღნიშნულ სკვერში ძირითადი სამუშაოები განხორციელებულია, შეღობილია, კალათბურთის მოედანიც გაკეთებულია, სავარჯიშო-სპორტული ინვენტარიც დგას, პარკი საჭიროებს მიწის გასწორებას, და სკამების დადგმას.
მერიას ვთხოვთ დაგვეხმაროს ამ საპასუხისმგებლო საქმის განხორციელებაში.
ჯუნეწერში ეროვნული გმირის, ჟურნალისტ, დავით ბოლქვაძის ასახელობის სკვერი გაიხსნება
ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 534