დააკვირდით ალბათ, არ მითქვამს სოფელი მეთქი, არადა წინათ იგი დამოუკიდებელი თემი იყო, ყველა საჭირო ობიექტით. იყო მაღაზია,სადაც პროდუქტები და სამრეწველო საქონელი იყიდებოდა, პურის საცხობი, საექიმო უბანი, ბიბლიოთეკა, ჩაის საწყობი პუნქტი,სადაც დღედაღამ ხალხმრავლობა და ხმაური იყო. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ფართობებიდან ჩაით დატვირთული მანქანა-ტრაქტორები, რაც ყველაზე გასაკვირი იყო, პატარა დასახლებული ტერიტორიისთვის იყო საბაგირო გზა, რომელსაც დილით მეჩაიეები გადაჰყავდა ჩიტის ფართობებში, მერე კი ჩაით დატვირთული გოდრები და ფოტოები გადმოჰქონდა. იყო ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა, სადაც უფრო მეტი მოსწავლე იყო, ვიდრე დღეს ძირითად სკოლაში. მერე მდგომარეობა თანდათან შეიცვალა, მაღაზია უფუნქციოდ დარჩა, ჩაის საწყობი პუნქტი, საექიმო უბანი, ბიბლიოთეკა სოფლის ცენტრში გადავიდა, ჯართსა და ისტორიას ჩაბარდა საბაგირო გზაც. ერთადერთ დასაყრდენს,სკოლას ფრჩხილითა და კბილით იცავდნენ ჩემი თანასოფლელები, ვინ არ შეაწუხებს ამისთვის ადგილობრივი ხელისუფლებიდან დაწყებული, მაშინდელი პრეზიდენტით დამთავრებული. არ შემიძლია ეს ადამიანები არ დავასახელო: მარიამ ჩხაიძე, გიგო ჩხაიძე, იორდანე ჩხაიძე, ვახტანგ ჩხაიძე. ამ საკითხში მთელი სოფელი ერთსულოვანი იყო, მაგრამ რეალობას შევეჯახეთ, მწარე რეალობას _ საჭიროება არ იდგა სკოლის არსებობის, მოსწავლე არ იყო, რომელიც სკოლაში ივლიდა, დარჩა სკოლაც უფუნქციოდ და უხმაუროდ.
არის ახლა ერთ დროს სიცოცხლით სავსე სოფელი ჩუმად და წყნარად, ეს სიჩუმე, რომელიც ყურისწამღებად ხმაურობს, ყველას გულს გვიკლავს, დარჩა სოფელი მხოლოდ ასაკოვანი ადამიანების იმედად და კიდევ იმის იმედად, რომ იქნებ როდესმე სოფელიც დაფასდეს და აქეთ იბრუნონ პირი.
ჰოო, ეს ჩემი უბანია _ ტელმანი.
ეს ჩემი უბანია _ ტელმანი
მარინა ჩხაიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 643