ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დაწინაურებულმა კადრებმა ისე დაანგრიეს ქვეყნის მმართველობითი ორგანოები, რომ მათი გაწმენდისთვის ღმერთკაცის გამოცდილება იქნება საჭირო

დაწინაურებულმა კადრებმა  ისე დაანგრიეს ქვეყნის მმართველობითი ორგანოები, რომ მათი გაწმენდისთვის  ღმერთკაცის გამოცდილება იქნება საჭირო
27-09-2017, 07:09

დააბრძანებ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, სხვანაირი ქათინაურები არ გეკუთვნით. მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ გადაიწვა საქართველოს ტყეები, მაღაროები, გარე ბაზრობები. ჩემს სოფელში 5-6 თვეში დაიწვა (თუ დაწვეს) კლუბი, უნივერსალური მაღაზია, ფოსტა, მეურნეობის კანტორა, ბიბლიოთეკა... ახლახან გავიგე, რომ სოფელში აგებენ ბავშვთა ბაღს, ეს მართლაც კარგია, მაგრამ რა ეშველება გავერანებულ ჩაის, ციტრუსს, ტუნგოს, ხეხილს, მიტოვებულ ოჯახებს, უცხოეთში ლუკმა-პურისთვის გადახვეწილ ქართველებს?! ხალხი ყოველთვის დაუფიქრებლად, მარტივად ენდობა არჩევნებამდე წარმოდგენილ ფარსებს, გაიძვერა, უიხტიბრო, თვითმარქვია, ცრუპენტელა ადამიანებს, რომლებიც მოკალათდებიან პარლამენტში, სამინისტროებში, თვითმმართველობაში დიდ ხელფასზე, პრემიაზე და... ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი გარდაქმნა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ ამასთან მის მიერ დაწინაურებულმა კადრებმა ისე დაანგრიეს ქვეყნის მმართველობითი ორგანოები, რომ მათი გაწმენდისთვის ღმერთკაცის გამოცდილება იქნება საჭირო ჯუმბერ ფირცხალაიშვილი

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა