ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ფიქრობს ხალხი?

9-08-2017, 00:00

ეთერ ვადაჭკორია, ლანჩხუთი:თუ საქართველოს ეს ვიზიტი რაიმე სიახლეს მოუტანს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს დაარეგულირებს, ძალიან კარგი იქნება. ასევე, ძალიან კარგია, როცა ასეთი მაღალი რანგის მოხელე დაინტერესდება საქართველოს მდგომარეობით. მომავლის იმედით ვცხოვრობ და მჯერა ეს ვიზიტიც საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. ნიკა ურუშაძე, ლანჩხუთი:მივესალმები ამ ვიზიტს, როდესაც ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ეწვევა საქართველოს, მისი პოლიტიკური ვითარებითა და ცხოვრებით ინტერესდება და ცდილობს რუსეთთან ოკუპაციის პროცესები შეაჩეროს, ეს ძალიან კარგია. მართალია, რუსეთი სულ უფრო და უფრო ცდილობს შეამციროს საქართველოს საზღვრები, მაგრამ თუ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩაერევა ამ საკითხში და საქართველოს ოკუპაციის პროცესი შეჩერდება, ეს ვიზიტი ძალიან კარგად შეფასდება. ისე, მოხარული ვარ ამ მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლით, ის გამოაცოცხლებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას. ლეილა კოჩაძე, ბაღდათი:მოხარული ვარ ამ ვიზიტით. ვფიქრობ ეს ვიზიტი სიახეს შეიტანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ რუსეთთან ურთიერთობებსაც მოგვიგვარებს, ეს ხომ საუკეთესო იქნება. მთავარია, რუსეთი როგორ შეხვდება ამ საკითხს, იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ განვითარდება. ზოია ტუღუში, ლანჩხუთი:ვფიქრობ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი სასიკეთო ძვრებს შეიტანს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. განიხილავენ რუსეთის ოკუპაციის საკითხს და საქართველოს ნატოში ინტეგრალიზაციის პროცესებსაც. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ განვითარდება. ციალა ტუღუში, ლანჩხუთი:მიმაჩნია, რომ ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის საქართველოში ჩამოსვლა სასიკეთოდ აისახება ქვეყნის მომავალზე. თუ რუსეთთან ოკუპაციის საკითხებსაც მოაგვარებს, ეს ხომ საუკეთესო იქნება. თეა გოგუა, ლანჩხუთი:თუ საქართველოში ჩამოვიდა ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ალბათ დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ვითარებით და ის კარგად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე. იმედი მაქვს, სიახლეს შეიტანს რუსეთთან ურთიერთობის საკითხის დარეგულირებაში. ქვეყანაში არაფერი კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თუ მოაგვარებს ამ პრობლემებს, ძალიან კარგინ იქნება. გაიოზ მენთეშაშვილი, ლანჩხუთი:ვფიქრობ, ეს ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება და სასიკეთოდ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსის დაინტერესებას საქართველის მდგომარეობით. ისინი განიხილავენ რუსეთთან ოკუპაციის საკითხს, რომლებიც ჩვენთვის სასიკეთად განვითარდება. შეიძლება ეს პროცესი შეჩერდეს და საქართველოში ვითარება გამოსწორდეს. რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა