ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ ფიქრობთ უნდა აღდგეს თუ არა საქართველოში მონარქიული ხელისუფლება?

როგორ ფიქრობთ უნდა აღდგეს თუ არა საქართველოში მონარქიული ხელისუფლება?
3-07-2017, 00:00

ხელისუფლება ერთს ამბობს, ოპოზიციური პარტიები მეორეს, ერთმანეთს არასდროს ეთანხმებიან. მონარქიული ხელისუფლების დროს კი ასე არ იქნება. რასაც დაამტკიცებს მეფის პალატა, ის ბრძანება ერთპიროვნულად იქნება მიღებული. იქნებ საქართველოს მოსახლეობასაც ეშველოს რამე, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში ერთი მეფისა და მისი ამალის შენახვა არ იქნება საქართველოს ბიუჯეტისათვის ზარალის მომტანი. მიმოზა შენგელია, ლანჩხუთი: _ მონარქიული წყობილება უნდა აღდგეს. შეიძლება მაშინ გაუმჯობესდეს, გაძლიერდეს და შეივსოს ქვეყნის ბიუჯეტი. მაია ხუხუნი, ახალსოფელი: _ ჩემი აზრით, კარგი იქნება რომ იყოს მონარქიული ხელისუფლება. მეფისა და მისი ამალის შენახვა გაცილებით იოლი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე ახლანდელი ხელისუფლების. ნანა ჩხაიძე, ლანჩხუთი: _ კარგი იქნებოდა მონარქიული წყობილება რომ არსებობდეს. დღესდღეისობით ძალიან უჭირს საქართველოს მოსახლეობას. ამ ჩინოვნიკების ხელფასებსა, პრემიებსა და დანამატებზე მიდის საქართველოს მთელი ბიუჯეტი. ხალხს კი არაფერი არ რჩება. ვფიქრობ მეფისა და ამალის შენახვა უფრო ნაკლები დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს. მაყვალა წერეთელი, ლანჩხუთი: _ ვფიქრობ, კარგი იქნება რომ იყოს მონარქიული ხელისუფლება. მაშინ ამდენი დაპირისპირება და შუღლი პარტიებს შორის აღარ იქნება. ერთი მეფე და მისი აპარატი მოაგვარებს ყველაფერს. ირმა ლომაძე, ლანჩხუთი: _ მონარქიული ხელისუფლება, ვფიქრობ, ადრე უნდა ყოფილიყო, ახლა შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. იქნებ უკეთესიც იყოს საქართველოსთვის მეფის ხელისუფლება. მე მგონი ამდენი ჩხუბი და დაპირისპირებები არ იქნებოდა. მთავარია კარგი მეფე გვყავდეს. მარინა მახარაძე, ლანჩხუთი: _ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა რომ საქართველოში იყოს მონარქიული მმართველობა. ეს უფრო ეკონომიური იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტისთვის. რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა