ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 20.09.2020წ.

23-09-2020, 14:50

ზაალ ებრალიძე, ლანჩხუთი:
ჯერ-ჯერობით ორი ვარიანტი მაქვს. ხმას მივცემ ან ,, ქართულ ოცნებას” ან ,,პატრიოტთა ალიანსს”. არჩევნებამდე ჩამოვყალიბდები.
ანა ლომაძე, ლანჩხუთი:
მე მივცემ ხმას ,,ლელო საქართველოსთვის”.
ხატია ზღულაძე, ლანჩხუთი:
მეც ხმას ვაძლევ ,,ლელო საქართველოსთვის”, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ-ჯერობით ამაზე კარგი პარტია არ არის.
დათო სარიშვილი,  ლანჩხუთი:
ალბათ ,,ქართულ ოცნებას”.
მერაბი ქინქლაძე, ლანჩხუთი:
ჯერ არ გადამიწყვეტია.
ზორბეგ მექვაბიშვილი, ლანჩხუთი:
ხმას მივცემდი ,,ევროპული საქართველოს.
დალი მორჩილაძე, ლანჩხუთი:
მე ხმას მივცედი გიორგი ვაშაძის ,,საქართველოს აღმშენებლობას”, რადგანაც საქართველოში არ მეგულება ამაზე კარგი პარტია.
ალეკო ნაცვალაძე, ლანჩხუთი.
ჯერ არ გადამიწყვეტია, ორი ვარიანტი მაქვს: ან ვაშაძის ,,აღმშენებლობას” ან “ევროპულ საქართველოს”.
თორნიკე შალამბერიძე, ლანჩხუთი:
ალბათ ,,ევროპულ საქართველოს.
ნანი მშვიდობაძე, ლანჩხუთი:
ჯერ არ გადამიწყვეტია. არჩევნებამდე მოვიფიქრებ.
სერგო მიშველაძე, ლანჩხუთი:
სულ არ მივდივარ არჩევნებზე, რადგან ბევრჯერ გამიცრუეს იმედი და არც ერთ პარტიას არ ვენდობი, ყველა მატყუარაა. 
სვეტა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
არც ერთი პარტიის არ მწამს. ყველა თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. ხალხი არავის ანაღვლებს.

ავტორი: რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 025
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა