ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "ვიცე-პრემიერ მაიკ პენსთან შეხვედრის დროს ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ამ კუთხით აშშ-ის ურყევი პოზიციის შესახებ. მივიღეთ გზავნილები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისწრაფებების აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული საკითხების გაღრმავებისადმი მზაობას აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. შემდგომი შეხვედრები უკვე გამსჭვალული იყო ამ პოზიტიური სულისკვეთებით და, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ქართულმა მხარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანთან ხელშეკრულების ხელმოწერა მაღალი სანდოობის კიდევ ერთი დასტური იყო. "საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე, სანდო პარტნიორს რეგიონში საიდუმლოების დაცვისა და კონტრტერორისტულ საკითხებში თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ასევე იქნება ერთგვარი დოკუმენტი, რომელიც სათავეს დაუდებს კიდევ სხვა ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს უსაფრთხოების კუთხით. შეხვედრები შედგა კონგრესში, სენატორებთან, რითაც ერთი მხრივ ჩვენ გამოვხატეთ მადლიერება იმ მხარდაჭერისადმი, რომელიც საქართველოს არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით გამოხატა კონგრესმა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ელჩის თქმით, საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0