ვერც ერთი გაჩახჩახებული ქალაქის მშვენება და სიდიადე, ჩემი სოფლის ჰაერით სუნთქვას, წინაპართა სისხლის ყივილს, ბავშვობისდროინდელ სულის ძახილს, კუხნა სახლში დანთებულ შუა ცეცხლზე შეშის ტკაცუნით გახურებულ კეცზე გამომცხვარ-გატეხილი მჭადის ორთქლის სურნელს, ჭურის თავზე ორკოპეთი მორთმეული ღვინით ლაზათიან ქეიფს და ჩემი მშობლიური ეზოს ფოთოლ-ბალახის ჯადოსნურ შრიალს ვერ შეედრება.ბარაქალა იმ წინაპარ მოჰიკანებს, რომელთა სიბერემდე სოფლიდან ფეხმოუცვლელი სიცოცხლის ნაკვალევი დღეს შთამომავლობას ძველთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, სოფლის საზრუნავის გათავისებას, რომ შთააგონებს.სხვას ვის?! თუ არა სოფლის ახალგაზრდობას უნდა ჩაბარდეს ესტაფეტა ახალი სოფლის შენებისა.სინანულით მინდა მოვიგონო ჩემი მოსწავლეობის დროინდელი სოფელი, რომელიც დღეს სხვანაირად გამოიყურება.სოფელი ლესა უძლიერესი საკოლმეურნეო სოფელი იყო. (თავ-რე არტემ ლომაძე). სოფელში იყო ორი მაღაზია - სამრეწველო და სასურსათო. სოფელში მოყვანილი ბოსტნეულ-პროდუქტების რეალიზაცია სოფელშივე ხდებოდა. იყო პურის საცხობი, ჩაის მიმღები პუნქტი, ჩაის გადასამუშავებელი ფაბრიკა, იყო ორი სასადილო, ხის სახერხი ქარხანა, აბანო, ჯანპუნქტი, ფოსტა, აფთიაქი, საპარიკმახერო, ფეხსაცმლის სახელოსნო, ტანსაცმლის სამკერვალო, განვითარებული იყო მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა. საკუთარი თაფლი და ყველი იყიდებოდა. Mმოქმედებდა რკინიგზის სადგური, რომლითაც რამდენიმე ახლომდებარე სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა.Yყველაზე გულდასაწყვეტია სოფლის კულტურის სახლი მოვლილი ეზოთი, ბიბლიოთეკა, რომელიც ახალისებდა სოფლის კულტურულ ცხოვრებას. ყოველდღე კინოსეანსების ჩვენება ხდებოდა. ჩამოდიოდნენ ესტრადისა და თეატრის მსახიობები და გადაჭედილი იყო დარბაზი მაყურებლებით. ქუჩები იყო განათებული ღამით და სიცოცხლე ჩქეფდა, სოფელში იყო ცეკვისა და სიმღერის გუნდები. ადგილობრივი ძალებით ჩამოყალიბებული იყო თეატრალური ჯგუფი.დღეს კი ჩამკვდარია სოფელში ყველაფერი. ახალგაზრდობას ასპარეზი არა აქვს, არადა თითოეულ მათგანში ხომ მოზღვავებული ენერგიაა. ახალგაზრდობას სულიერი საზრდო სჭირდება, რომ სიხალისე შეინარჩუნოს და ყველა საჭირო დაძახილზე მზად იყოს. რაც არ უნდა ბედნიერი იყოს აწმყო თუ მას სასიკეთო გაგრძელება არ უწერია, მწარე მოგონებად დაგვრჩება და ნაღვლიან ისტორიულ წარსულს ჩაბარდება.სათაყვანო ადგილებზე საუბარი კი თითეულ წინადადებას გამოგაძერწინებს და სიკარგეს მოწყურებული წარსულ ისტორიას გუმოდგინედ მოგაფერებინებს.არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩეს თუნდაც ის მცირედი სასიკეთო ცვლილება, რაც შენს მშობლიურ კუთხეს აღმავლობისკენ წაიყვანს.მე-5 გვ.ზე. Uუმადურობა იქნება მადლობით არ მოვიხსენიო სოფლის ყოფილი გულშემატკივარი მესვეურები ნ- გელა ზენაიშვილი, ნუნუ დარჩია, ნოე სარჯველაძე, დავით ლომაძე, კახაბერ პატარაია, ირაკლი კუპატაძე, ირინე ჯოჯუა და სხვები, რომელთან ძალისხმევით ბევრი საჭირო და სასიკეთო ნამოქმედარი დარჩა სოფელს.Mმადლიერი მოსახლეობა ხედავს სოფლის თანამედროვე თავკაცებს, ყველა გაჭირვებულის დამხმარეს და მშველელს, ბატონ იოსებ გოგიჩაიშვილს და ირაკლი მშვიდობაძეს. განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს სოფლის უდიდესი გულმშემატკივარი, გულისხმიერი ქალბატონი, საიმედო დეპუტატი ელისო ჭიჭინაძე, ამ ადამიანებს ბევრი კარგი საქმის კეთება აქვთ სოფლისთვის ჩაფიქრებული, მაგრამ ქვეყანაში გაბატონებული დუხჭირი სოციალური ყოფა - ულმობლად რაზავს და სპობს ყველა იმედის მ,ომცემ გზებს.მიუხედავად ამისა სოფლისთვის დიდი მიღწევად უნდა ჩაითვალოს ულ;ამაზესი პროექტით კეთილმოწყობილი და უკვე საქესპლატაციოდ გადაცემულთ საბავშვო ბაღის შენობა. Gადაიხურა ადმინისტრაციული შენობის სახურავი.ლესაში 4 ადგილზე 480 მეტრ სიგრძეზე და ჭინათში 2 ადგილზე 160 მეტრ სიგრძეზე დაიგო რკინა- ბეტონის გზა. გაკეთდა ლესაში 5 და ჭინათში 1 მილხიდი, ტურაულის მხარეს 1 სამანქანო ხიდი. გაბიონები 600 მეტრამდე, შეიღობა საყანე ფართობი 700 მეტრზე.ტენდერი მოგებული აქვთ და უახლოეს დროში დაგეგმილია ჭინათში მდ.ლეისწყალზე სამანქანო ხდისი მშენებლობა, ასევე დაიგება ლესაში რკინა- ბეტონის გზა 150 მეტრზე და გაბიონი 40 მეტრზე.Pპროექტს ექსპერტიზა გავლილი აქვს და თანხაც გამოყოფილია წყლის რეაბილიტაციის შესახებ.სოფელში საფუძველი ჩაუყარა უდიდეს მამულიშვილურ საქმეს- წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობას დედის მხრიდან ფესვების მქონე ბესიკ ხარძიანმა, მაგრამ ბოროტმა ძალებმა არ დააცალეს მშენებლობის დამთავრება. Dდასანანია, რომ ამჟამად შეჩერებულია მშენებლობა. სოფელ ზემოჭინათში აშენდა წმინდა კვირიკეს სახელობის სამლოცველო, აქაც იგრძნობა ადგილის დედის ძახილი იმ მადლით სავეს კეთილშობილებისა, რომელიც ბიჭიკო ბარამიძემ უანგაროდ გააკეთა.სოფლის კულტურულ ცხოვრებას კვლავ ახალისებს ბიბლიოთეკა, რომელსაც თითქმის სამი ათეული წელია საკუთარ ოჯახივით უვლის ქალბატონი მედეა ტუღუში.Pპატივცემულო მკითხველო, ეს მცირედი ჩამონათვალია, რომლის გაკეთება სოფელში ხერხდება. შურვილი და ჩანაფიქრი გაცილებით მეტია, მაგრამ უკიდურესად სევდისმომგვრელია უამრავი პრობლემებით დამძიმებული აწმყო, რომელიც ჩაუტეხელი ხიდია წარსულსა და მომავალს შორის, ქვეყანაში ფეხმოკიდებულ გაუსაძლისობას სოფელი ვერ გაუმკლავდება. Aან უფლება წართმეული, მორალურად დამცირებული და უმუშევრობით გაღატაკებული ადამიანი სოფლის შენებაში ვერ მოგეხმარება. რადგან ყოვლად უიმედო სოციალური გარემოს საპირისპიროდ მოჩანს და ყვირის - სოფლის გარკვეული ნაწილის მიტოვებული, გავერანებული ეზოები, წაქცეული ჭიშკრები, კატასტროფიულ მდგომარეობაში ჩაქცეული ოდა- სახლების სახურავები, ჩაბნელებული ქუჩები, მოუვლელი საფლავები, გაჩანაგეული ბაღჩა- ბაღები, ყოველგვარ კულტურულ- გამაჯანსაღებულ ყოფა- ცხოვრებას მოკლებული ახალგაზრდობა და ა. შ.Aადვილი მისახვედრია, რომ მალე ერთ დროს უალამაზესი ეზოები მალე ნასახლარებს დაემსგავსება, რომლის მიღმა დგანან ეკონომიურად გაღატაჯებული, მაგრამ სამუშაოს მოწყურებული და ოჯახებიდან გაქცეული, ენერგიული, ჯან-ღონით სავეს ადამიანები - იძულებით ,,მონად~ რომ უნდა ეახლონ უცხოეთში მოძებნილ ,,ბატონს~ და იქაური დამამცირებული საქმიანობით აიტანონ ნერვებდასაფლეთი უამრავი შეურაცხყოფა.ვინ უნდა გამოგაფხიზლოს ვისგან უნდა ველოდოთ წყალობას!Dდრო შეუპოვრად მიარღვევს წუთისოფელს და კაცობრიობის მომავალი სარი აზროვნების უნარმა და გონიერმა მოქმედებამ უნდა გადაარჩინოს. Nნუ დავიბოღმებით გამძაფრებული განცდებით და ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ისტორია არასოდეს დაწერილა დალხინებული სოცოცხლით ქართველისთვიოს წარსული დრო არასოდეს ყოფილა უბრძოლველი.ისე, როგორც ოჯახს სჭირდება ღირსეული წინამძღოლი, ასე სჭირდება ჯერ ქვეყანას, მ,ერე ქალაქს, შემდეგ რაიონს და ბოლოს სოფელს, მეტადრე იმედის მომცემია სიახლეების დაუღალავი მაძიებელი დაყ ველა სამომავლო საწყისი საქმიანობის აზრი და ხერხემალი- ახალგაზრდობა. Yყოველი მათგანი ხომ პატარა, სუფთა, მორაკრაკე ნაკადულს ჰგავს, უმისამართოდ რომ მიედინება, რომელიც სწორი მიმართულებით კალაპოტში მოხვედრისას უდიდეს მდინარედ გადაიქცევა და უზარმაზარი სასიკეთო საქმეების კეთება შეუძლია.Aარც ერთი ახალგაზრდა არ თხოულობს სავალ გზას ვარდების კრეფით. უწინამძღვარე და მიეცი იარაღი გაასუფთავოს და გაიკვირცვოს ბარდ-ეკალით დაფარული გზები. Dდაჯერებული ვიყოთ არც ერთ მათგანი არ შეირცხვენს თავს. Uუნდა ვაღიაროთ, რომ წარსულის გარეშე უღარიბესია ადამიანის ცნობიერევა, მაგრამ არსებობს სიყვარულით, ერთმანეთის გატანით, კაცთმოყვარეობით, ურთიერთპატივისცემით სავეს ულამაზესი საურთიერთობო ძალა, რომელიც არ გვასვენებს, გვაძლიერებს და გვარწმუნებს, რომ დაუძლეველი არაფერია, ბრძოლაში მაშინ კი არ დავმარცხდებით, როცა ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლება, არამედ მაშინ, როცა იმედს დავკარგავთ.გავიხსენოთ დიდი ილიას სიტყვები: ,,მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ადამიანის ძალისა და ღონის მომცემი~.ისევ ჩვენივე უნდა ვეძებოთ ძალა ერთობისა, უნდა გავერთიანდეთ.
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0