ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საფრანგეთში ნოე ჟორდანიას შვილი გარდაიცვალა

საფრანგეთში ნოე ჟორდანიას შვილი გარდაიცვალა
22-06-2016, 00:00

ნათელა ჟორდანია 1918 წელს დაიბადა. სწორედ იმ წელს, როცა საქართველომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ნათელა საკმაოდ პატარა იყო, როცა ჩვენი ქვეყნის დატოვება მოუწია. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოება მოხდა და ქვეყნის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველო დატოვა ნოე ჟორდანიას ოჯახმაც და ემიგრაცია საფრანგეთში გაემგზავრა. ქალბატონი ნათელა სიცოცხლის ბოლო წლებში საფრანგეთში ცხოვრობდა და აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევილის მამულში იმყოფებოდა სადაც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა, შეხვედრაზე დემოკრატიული საქართველოს მთავრობის წევრების ოჯახის წევრები და შთამომავლები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე იყო ქალბატონი ნათელაც, რომელმაც პრეზიდენტს მადლობა გადაუხდა ლევილის მამულის მიმართ გამოჩენილი ყურადებისთვის. ნოე ჟორდანიას შვილები: რეჯებ და ნათელა ჟორდანიები მამის მშობლიურ რაიონში რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები. მოინახულეს ჟორდანიების საგვარეულო საფლავი, სადაც ნოე ჟორდანიას შვილი, დედა განისვენებენ. იყვნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გაიცეს აქაური ნათესავები და ლანჩხუთი კმაყოფილებმა დატოვეს. 2004 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონ ნათელას საქართველოს მოქალაქეობის მიანიჭა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები