ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გრფფ-ის გამგეობის ჩაშლილი სხდომების ქრონიკა

გრფფ-ის გამგეობის ჩაშლილი სხდომების ქრონიკა
4-09-2015, 00:00

თუმცა წინა დღის მსგავსად, ის კვლავ ჩაიშალა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ დათქმულ დროს გრფფ-ის ოფისში არ გამოჩენილა გამგეობის არც ერთი წევრი. არადა, კულუარული ინფორმაციით, მათ კახა ებრალიძის გადაწყვეტილება უნდა გაეპროტესტებინათ, რომლის მიხედვითაც სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე, ხოლო დელეგატად გოჩა ტყებუჩავაა დასახელებული. თავად გრფფ-ის თავკაცი თბილისში იმყოფება _ სამშაბათს იგი რევაზ არველაძის პრეზენტაციას დაესწრო, ოთხშაბათს კი ლევან კობიაშვილთან რეგიონული ფედერაციების თავკაცების შეხვედრაზე იმყოფებოდა. ის სფფ-ის აღმასკომის წევრიცაა და დღეს სწორედ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს რიგგარეშე სხდომას დაესწრება. რა მიზანს ისახავდა გამგეობის მოწვევა ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, მით უფრო, რომ გრფფ-ის ეს ორგანო ერთხელაც არ შეკრებილა, ძნელი სათქმელია და ერთგვარად გაუგებარიც. როგორც გრფფ-ის ოფისთან შეკრებილებმა აღნიშნეს, სავარაუდოდ, მათზე ზეწოლა განხორციელდა. ცნობილია, რომ გამგეობის წევრები სამიოდ დღის წინ, გურიის ვიცე-გუბერნატორის კაბინეტში ოთხი საათის მანძილზე უშიშროების წარმომადგენელთან ერთად `თათბირობდნენ~. იმის თქმა, რომ გამგეობის წევრებმა გაიგეს, რომ პრეზიდენტი ადგილზე არ იყო და ამიტომ არ ჩამოვიდნენ, ნაკლებ დამაჯერებელია _ ებრალიძემ არაერთხელ დააფიქსირა, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, შესაბამისად, ის ამ შემთხვევაში გამგეობას მხარს არ დაუჭერდა. ამ მოცემულობით კი, გამგეობის სხდომის ნებისმიერი გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, თუ მას პრეზიდენტი არ ესწრება. გრფფ-ის წესდება ასევე იმპერატიულად ითხოვს, გამგეობის წევრთა 2/3-ის გამოცხადებას, რაც პრეზიდენტის `ოპოზიციისთვის~ ასევე პრობლემატურია. გუშინ გრფფ-ის ოფისთან მერაბ ჟორდანიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა ლანჩხუთური ფესვების მქონე საფეხბურთო მოხელის მიმართ. გაისმოდა მოთხოვნები: `არ გვინდა, მოგვაშორეთ ეს არველაძე~; `ჩვენ ვითხოვთ მერაბ ჟორდანიას~. შეხვედრაზე იმყოფებოდა ადვოკატი ნონა ფილაური, რომელმაც განაცხადა, რომ გრფფ-ის თავკაცმა წესდება დაარღვია, როცა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. `აშკარად იკვეთება, რომ ადგილი აქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ გარიგებას, რითაც საბოლოოდ ზარალდება მერაბ ჟორდანიას მხარე. პრეზიდენტმა ჩაიდინა ადმინისტრაციული გადაცდომა, მისი გამოსწორება შეუძლია გამგეობას და რატომ არ მოვიდნენ მისი წევრები, ეს არის გასაკვირი. არმოსვლა, რა თქმა უნდა, დარღვევა არ არის, მაგრამ ეს კანონის საკუთარ თავზე მორგება გამოდის. სავარაუდოდ, მათზე ზეწოლა განხორილდა~ _ თქვა ადვოკატმა, რომელსაც დაეთანხმა მერაბ ჟორდანიას და _ ხათუნა ჟორდანია.

განყოფილება: სამართალი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები