მანამდე კი ყველა საბავშვო ბაღმა გამოსაშვებ საღამოებს უმასპინძლა. წელს ბაღი გაცილებით მეტმა ბავშვმა დაამთავრა, ვიდრე გასულ წლებში იყო. ამის მიზეზი სკოლაში შესასვლელთა ასაკში ცვლილება გახლდათ. მოქმედი კანონმდებლობით ბავშვი, რომელიც სასწავლო წლის დაწყებისას 6 წლის არ არის სკოლაში ვერ შევა. აქედან გამომდინარე მოხდა მათი რიცხვის ზრდა ბაღებში. გასულ წელს ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს სასწავლოპ პროცესში გარკვეულ უხერხულობებს გამოიწვევდა, რადგან დაფინასებაში მთელი რიგი ცვლილებები იქნებოდა საჭირო. როგორც საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრში აცხადებენ, _ სხვადასხვა ეკონომიის ხარჯზე მოხდა ისე, რომ ყველაფერი ბავშვებვის სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, ყველა სკოლამდელმა ბავშვმა დაამთავრა ბაღი. ღონისძიების ბოლო აკორდი გახლდათ მაჩხვარეთის ბაღი, სადაც გასული წლის შემოდგომაზე სრული რეაბილიტაცია მოხდა და პრაქტიკულად ახალ შენობაში მოუწიათ ბავშვებსა და აღმზრდელებს შესვლა. სარემონტო სამუშაოები 241 ათასი ლარი დაჯდა და მისი საზეიმო გახსნა გასული წლის 16 ოქტომბერს მოხდა. დილიდან დიდი ფუსფუსი იყო ბაღის ეზოში. ამინდიც კარგი იყო, რაც საზეიმო ღონისძიებას დამატებით ელფერს აძლევდა. სტუმრები კი მართლაც მრავლად იყო საბავშვო ბაღის ეზოსა და აივნებზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა აქ ნახავდით მშობლებს, მეზობლებს და მაჩხვარეთში მკვიდრთ, რომლებმაც ლამის პირად ზეიმად აქციეს გამოსაშვები ჯგუფის კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ ბაღში სასწავლო პროცესი ობიექტორი მიზეზების გამო 2 კვირით იყო შეწყვეტილი, ბაღის პერსონალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეში მაინც მოხერხდა ღონისძიების ორგანიზება. უფროსი აღმზრდელი: ლიკა მორჩილაძე, აღმზრდელი ვერა ჩხაიძე,მუსიკის მასწავლებელი ლელა ზენაიშვილი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ლამაზი წუთელი აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიების დასასრულს ბაღის მენეჯერმა თამარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ცენტრის დირექციას, თანამშრომლებსა და მშობლებს, რომელთა ერთიანი თანადგომით პატარებს ლამაზი დღე აჩუქეს. სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა დავით წულაძემ კი თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის დიდი დამსახურებაა: - რომ არა ბატონი ზაზას შემართება და სურვილი, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტში ბაღები ასე მოწესრიგებული იყოს, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. დღეს მაჩხვარეთის ბაღში რაც ვნახეთ, ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. მადლობა მინდა ვუთხრა პედაგოგებს, აღმზრდელებს, ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის არ ზეიმის ორგანიზებაში. ვუმღერით ჩვენს ხვალინდელ დღეს~ ასე ჰქვიოდა ღონისძიებას, რომელმაც 38 ბავშვი სკოლისკენ გააცილა.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0