`ჩვენს მიერ მოხდა გურიის მუნივიპალიტეტების შესწავლა. კერძოდ, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრების. სასწავლო წლის განმავლობაში 1 ბავშვზე შემდეგი თანხებია გამოყოფილი მუნიციპალიტეტების მიხედვით: ლანჩხუთი _ 438,59 ლარი; ქალაქი ოზურგეთი _ 284,68 ლარი; ოზურგეთი _ 288,85 ლარი; ჩოხატაური _ 361,63 ლარი. სანამ ეს კვლევა გამოქვეყნდებოდა, ერთ–ერთმა გამოცემამ მოიპოვა და დაწერა, ლანჩხუთში თითქმის ორჯერ მეტს აძლევენ ბავშვებს საკვებისთვის, ვიდრე ოზურგეთშიო. მოკლედ, როცა ამ ციფრებშია საუბარი, კითხვები შეიძლება მრავალი გაჩნდეს. ჩვენი კველევა ამას არ ითვალისწინებს. მე მჯერა, რომ ბავშვებს არავინ არაფერს ართმევს და არც შიმშილით კლავს ვინმეს, მაგრამ იქვე შეიძლება იკითხონ, როცა ამხელა სხვაობაა, ხომ არ გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან საქმე. მოკლედ, ბევრი ნიუანსია, რომელზეც ამ ჯერზე არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 3 ბაღი არის ბუნებრივ აირზე, 16 შეშაზე, ოზურგეთში 2 ბაღია დიზელის საწვავზე, 8 ბუნებრივ აირზე, 25 ბაღი კი შეშაზე. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ 22 ბაღია, აქედან მხოლოდ ორი თბება ბუნებრივ აირზე _ ქალაქის და მაჩხვარეთის, 20 ბაღი კი შეშაზეა~ _ ითქვა შეხვედრაზე. სანიტარულ–ჰიგიენური საშუალებებისთვის ლანჩხუთის ბაღებისთვის 26122 ლარი, ქალაქ ოზურგეთში _ 11151 ლარი, ოზურგეთში _ 13848 ლარი, ჩოხატაურში _ 11800 ლარია გათვალისწინებული. ბავშვების რაოდენობის მხრივ ასეთი მდგომარეობაა: ლანჩხუთში 1191 ბავშვია, ქალაქ ოზურგეთში _ 1050 ბავშვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ 1673 ბავშვი, ჩოხატაურში კი _ 688. როგორც კვლევიდან ჩანს: ლანჩხუთის 22 ბაღში 38 ჯგუფია; ქალაქ ოზურგეთის 8 ბაღში _ 34 ჯგუფი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 35 ბაღია, შესაბამისად გახსნილია 61 ჯგუფი; ჩოხატაურში 19 ბაღში 27 ჯგუფი ფუნქციონირებს. ბაღებისთვის შემდეგი თანხებია გამოყოფილი: ჩოხატაურში 1 მილიონ 100 ათასი ლარი (აქედან კვებისთვის 248 800 ლარი); ოზურგეთში 1 მილიონ 950 ათასი ლარი _ კვებისთვის 483 252 ლარი; ქალაქ ოზურგეთში 1 მილიონი ლარი – კვებისთვის 298909,4 ლარი; ლანჩხუთში _ 1 მილიონ 787 ათასი ლარი, კვებისთვის 522 359,1 ლარი. პრეზენტაცია ბაღების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბაღების წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ მოსალოდნელ ავტორიზაციაზე, რომელიც მათთვის მალე სავალდებულო გახდება. როგორც განმარტეს, 2020 წლამდე ყველა ბაღმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია. მოხდება მათი შესაბამისი აღჭურვა და ა.შ. საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე ნიგვზიანში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. მისი თქმით, აღნიშნულ თემში ბევრი ბავშვი რჩება ბაღის გარეშე, რადგან ადგილები არ არის. საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავკაცმა, სუფსის მაჟორიტარმა ჯუმბერ ბლაგიძემ სუფსაში ბაღის მშენებლობა ახსენა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება. პრეზენტაციის დასასრულს ამირან გიგინეიშვილმა მადლობა გადაუხადა ბაღების წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ბაღებისა თუ სხვა სამსახურების შესახებ უფრო წარმატებულად ვისაუბრებთო.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0