ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში , სააღმზდელო პროცესი ახალი დაწყებულია, თუმცა კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ქალაქის, აცანის, ჩიბათისა და მაჩხვარეთის საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა, აღნიშნული ინფორმაციით კორონა ინფექცია თანამშრომელს დაუდასტურდა. ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ქალაქის ბაღის თანამშრომელს და შესაბამისად შეწყდა სააღმზრდელო პროცესი, რომელიც დაახლოებით ორი კვირა იქნება გაჩერებული. სხვა ბაღები კი ჯერჯერობით ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. ბაღებში არის საკვები შეტანილი, ასევე ხდება ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.
ასევე ცნობილია, რომ გაუარესებული მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, თითქმის ყველა ბაღში ბავშვების მცირე რაოდენობა დადის.
ბოლო ინფორმაციით, მაჩხვარეთის ბაღმაც შეაჩერა მუშაობა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემავალ სამ სოფელში, საბავშვო ბაღები კოვიდ ინფექციის გამო დაიხურა
განყოფილება: ---
გადასვლები: 975