ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!
5-10-2016, 00:00

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, მასწავლებლის დღეს! წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. კიდევ მრავალი წარმატებული, პერსპექტიული თაობა აღზრდილიყოს ჩვენს ქვეყანაში თქვენი ღირსეული მოღვაწეობის შედეგად! განათლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტულ სეგმენტად რჩება. ჩვენი პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემის განვითარებაში, განათლების ხარისხის ამაღლებაში, მასწავლებლის ღირსების აღდგენასა და დაფასებაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის, მოქმედი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, მასწავლებელის პროფესია პრიორიტეტულია და ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენს წარმატებასა და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მასწავლებლის როლი ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების საქმეში განუსაზღვრელია. პროფესიული წინსვლის თვალსაზრისით კი ყოველი სასწავლო წელი ახალი გამოწვევებისა და ამოცანების წინაშე გაყენებთ. თქვენთვის ცნობილია, რომ უკვე 22 წელია ვსაქმიანობ განათლების სფეროში. განვვლე გზა ისტორიის მასწავლებლობიდან ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლამდე. კარგად ვიცი, რომ სპონტანური, დაუფიქრებელი, გაუანალიზებელი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული სიმძიმით აისახება განათლების ხარისხზე, მასწავლებლის საქმიანობასა და, რა თქმა უნდა, ბავშვების მომავალზე. სწორედ ამიტომ `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~: გაზრდის საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასს, მინიმუმ 650 ლარამდე;განაახლებს სასკოლო ინფრასტრუქტურას და ყველა სკოლა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად აღიჭურვება. სკოლის მართვას, ბიუჯეტის განკარგვას რეალურად გადასცემს უშუალოდ სკოლის სამეურვეო საბჭოების მიერ. გავაუმჯობესებთ ბიუჯეტის მიზნობრიობასა და ეფექტურობას, რის შედეგადაც 2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე 50 %-ით; უზრუნველვყოფთ სკოლების სრულყოფილ თვითმმართველობას და ფინანსურ ავტონომიას. ეს, მათ შორის, ნიშნავს პოლიტიკურ ჩაურევლობას სკოლის საქმიანობასა და საკადრო პოლიტიკაში;განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგებისთვის გავაუმჯობესებთ სამუშაო პირობებს, მათი სტატუსი და ანაზღაურება გაუთანაბრდება სხვა პედაგოგების სტატუსსა და ანაზღაურებას; გავაუქმებთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შეფასების სუბიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სქემას;2017 წელსვე მოვაწესრიგებთ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა/დაბეჭდვას. ჩვენ განვაახლებთ და განვავითარებთ პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“; აღვადგენთ ინგლისური ენის ინგლისურენოვანი მასწავლებლების მიერ სწავლების სახელმწიფო პროგრამას “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"; 5000-ით გავზრდით ყოველწლიურ სახელმწიფო საგრანტო პროგრამით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობას; გავზრდით საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას; გავზრდით სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასა და არჩევანს; მოვახდენთ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა სამსახურში მიღების დეპოლიტიზაციას; შედეგად, ჩვენ მივიღებთ უკეთ დაფინანსებულ და ავტონომიურად მართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მეტად განათლებულ და კონკურენტუნარიან თაობებს. პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ყველას ექნება ღირსეული სამსახურის შოვნის შესაძლებლობა. მე, ისევე, როგორც თქვენ, ვარ ამაყი, რომ ვარ პროფესიით მასწავლებელი და მეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამის განხორციელებაში და მჯერა, რომ ჩვენი პროფესია დაფასდება და საამაყო გახდება. კოლეგებო, გილოცავთ მასწავლებლის დღეს!პატივისცემით, ნინო კვიტაიშვილი ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა