ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი მღებრიშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი მღებრიშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
11-05-2017, 00:00

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ - ჩვენი და არამარტო ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ამავე იდეას ემსახურება საქართველოს შს სამინისტროს მიერ 1 წლის წინ დაწყებული კამპანია - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ჩვენი კამპანიის ფარგლებში, ამჟამად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც უერთდება გაერო-ს გლობალურ ინიციატივას - „შეანელე“. მე ყველა იმ ადამიანის გვერდით ვარ და ვიქნები, ვინც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საქმეში თუნდაც მცირე წვლილს შეიტანს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ის გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიმოქმედოთ. ჩემთვის დასავლური ღირებულებები სწორედ ასეთი შეგნებიდან იწყება და იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებას ყველა გაიზიარებს“, - განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მღებრიშვილმა. ღონისძიებაში საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ნილს სკოტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი, საქართველოში შვეიცარიისა და პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი იყო საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების განხილვა.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა