ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სიახლეები #3 საჯარო სკოლაში

სიახლეები #3 საჯარო სკოლაში
10-06-2016, 00:00

კომაროვის პროექტით დაფინანსებული შაბათის სკოლა, სადაც რაიონის სკოლების მათემატიკის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ. ეს სკოლა შეიქმნა თითქმის ერთი წელია, რომელშიც გაერთიანებულია 3 ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში სწავლობს 15 მოსწავლე. შექმნილია სწავლების სამი საფეხური: I-ელ საფეხურში მიიღებიან მოსწავლეები მე-3 კლასიდან. ყოველ შაბათს ტარდება გაკვეთილები _ მათემატიკის 3 და 1 გაკვეთილი შემეცნების. მასწავლებლები: ბელა ორაგველიძე, ლოლა ჩხაიძე, გოჩა ფირცხალაიშვილი, თინათინ გოგელია. ისინი სარგებლობენ კომაროვის სკოლის სახელმძღვანელოებით. მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის შემოღების გამო #3 საჯარო სკოლის დირექტორს მაია ჯიმშელეიშვილს, მასწავლებლებს შაბათის დადგომა უხარიათ, რადგან ნიჭიერი ბავშვები ახსნილ მასალას ადვილად ითვისებენ. 6 ივნისს ჩატარდა I საფეხურის მოსწავლეების ღონისძიება 10 ციფრის წარმოშობისა და ისტორიის შესახებ. შიგადაშიგ მუსიკაც სასიამოვნოდ ჟღერდა, ბავშვები შესანიშნავად ასრულებდნენ გურულ სიმღერებს. ეს მოსწავლეები არიან: ავთანდილ ჯანაშია, თამარ აბუსერიძე, დავით წულაძე, ლევან კომახიძე, ანდრია ჩხაიძე, თომა ჩხაიძე, ამირან დარჩია, დემეტრე ვენჯელაშვილი, ნია ჩიჩუა, თენგიზ სტურუა, ალექსანდრე ძიძიგური, გივი ზოიძე, ლიზი ლომაძე, ირაკლი საჯაია, დავით თევდორაძე. ეს ყველაფერი კი მათი მასწავლებლის, ბელა ორაგველიძის დამსახურებაა. ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ: დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი, ლოლა ჩხაიძე, ნანა გოგოძე, თინათინ გოგელია; მშობლები: მაია ლომთაძე, ნონა გიგინეიშვილი, რომლებმაც მადლიერება გამოხატეს ამ სკოლის შექმნის გამო. ეს დღე #3 საჯარო სკოლისთვის იმითაც იყო საინტერესო, რომ ჩატარდა მინი სპექტაკლი `ფიფქია და 7 ჯუჯა~ ინგლისურად. ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ #3 საჯარო სკოლის მე-5 კლასელები, რომლის დამდგმელი რეჟისორი და ხელმძღვანელი იყო ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა ცინცაძე. ბავშვები თითოეული როლს ბრწყინვალედ ასრულებდნენ. გამოამჟღავნეს ინგლისური ენის შესანიშნავი ცოდნაც, რაც უდავოდ მათი მასწავლებლის დამსახურებაა. ეს მოსწავლეები იყვნენ: ანა გობრონიძე, ნინო გობრონიძე, მარი ბაბუნაშვილი, მარი ბურძგლა, მარი კვერენჩხილაძე, ვახო გელოვანი, ვახო კვასხვაძე, დათო ზენაიშვილი, ლანა ემელიანოვი, მარი გოგიჩაიშვილი, მარი თარხნიშვილი, ლალი ბაქანიძე, დეა დარჩია, ნინო გოგოლიშვილი, მარი იმედაიშვილი. არ შეიძლება არ აღინიშნოს ინგლისურის მასწავლებლების: ეკა ცინცაძისა და მაია მშვიდობაძის დამსახურება მოსწავლეების მომზადებაში. ცოტა ხნის წინ ჩატარდა ინგლისურის ეროვნული მართლწერის კონკურსი საქართველოს მასშტაბით პროექტით `ჩვენ და უცხოური ენები~, სადაც მონაწილეობა მიიღო 17-მა სკოლამ. მასში ჩართული იყო #3 საჯარო სკოლაც. I-ელ ადგილობრივ რაუნდში კონკურსს ხელმძღვანელობდა მაია მშვიდობაძე, II რაუნდი ჩატარდა ოზურგეთში, მასში მონაწილეობა მიიღო #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მარიამ გურგენაძემ, რომელმაც გაიმარჯვა. III რაუნდი ჩატარდა თბილისში, რომელსაც ესწრებოდა ამერიკის ელჩი და განათლების მინისტრის მოადგილე. საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდა 53 მოსწავლე. მარიამ გურგენაძე მე-3 ადგილზე გავიდა, ასევე დაჯილდოვდა მისი მასწავლებელი ეკა ცინცაძე, რომელმაც მიიღო სერთიფიკატი და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სინონიმების წიგნი.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა