ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ გახდა პროექტ `ეტალონის~ გამარჯვებული ლანჩხუთში

ვინ გახდა პროექტ `ეტალონის~ გამარჯვებული ლანჩხუთში
5-05-2017, 00:00

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ `ეტალონის~ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა შემოქმედებით გუნდთან ერთად პროექტი საინტერესოდ წარმართა. როგორც ყოველთვის ეროვნული პროექტი `ეტალონი~ საკმაოდ საინტერესო გამოდგა, გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდა. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 500 ლარი გადასცა, მეორეზე გასულს ილუსტრირებული ბიბლია, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს ილუსტრირებული ისტორია. დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. ლანჩხუთის `ეტალონი მოსწავლის~ ტიტულს ლანჩხუთის #2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა დაეუფლა. მეორე ადგილზე გავიდა სსიპ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი თამარ სივსივაძე, მესამე ადგილი კი დაიკავა ლანჩხუთის წმ.იოანე ნათლისმცემლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ანა ჯიბლაძემ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, რომ გამგეობის სახელით პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს ფულადი პრიზები გადაეცათ: `ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა, როგორც ბატონ გოჩას ჩვევია. პროექტში მომავალი თაობა - სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულები. ისინი დიდ ინტერესს იჩენენ ინტელექტ-ჩემპიონატისადმი. ცოდნის მიღება აუცილებელია და ამას პირველ რიგში, სკოლაში უნდა ჩაეყაროს საფუძველი. `ეტალონი~ სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს - ეხმარება მოსწავლეებს სწავლის გაღრმავებაში და ინტერესს უჩენს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ `ეტალონის~ მონაწილეებს ფულადი პრიზები გადავეცით~. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, ღონისძიება მასშტაბურობით გამოირჩეოდა: `ძალიან მასშტაბური ღონისძიება იყო. ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტმა პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები ფულადი პრიზებით წაახალისა. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამ საგანმანათლებლო პროექტს და ხელს შევუწყობთ მის სამომავლო განვითარებას~. გამგებლის მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს: `ღონისძიება შესანიშნავად ჩატარდა, უდიდესი სითბო შემოიტანა ბავშვებში. პროექტი ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს, სტიმულს აძლევს მოსწავლეებს, რომ მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე. ეროვნული თვალსაზრისით კი იმას ნიშნავს რომ მომავალი თაობა უფრო განათლებული გაიზრდება. ამიტომაც ჩემი შთაბეჭდილება არის მაღალი, რისთვისაც მადლობას ვიხდი~. საკრებულოს თავმჯდომარის მოადილე ბესიკ ტაბიძე `ეტალონის~ ორგანიზატორებს მადლობას უხდის: `ღონისძიებით არამარტო კმაყოფილი ვარ, არამედ გახარებულიც. დიდ მადლობას ვუხდი `ეტალონის~ ორგანიზატორებს. ეს არის ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.~ ლანჩხუთის `ეტალონი მოსწავლის~ ტიტულის მფლობელი სალომე ჩიკაშუა, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები