ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სიგარეტის მოწევა იკრძალება მომავალი წლის მაისიდან

სიგარეტის მოწევა იკრძალება მომავალი წლის მაისიდან
5-05-2017, 00:00

კანონპროექტის ინიციატორთა აზრით, ამით მართალია თამბაქოს მწარმოებლები და დსტიბუტორები დაზარალდებიან და შესაბამისად, გარკვეული ტანხები ბიუჯეტსაც დააკლდება, მაგრამ ისიც გადათვალისწინებელია, რომ სიგარეტის მოწევისგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობა უფრო ძვირადღირებული სერვისია, ვიდრე მისი აკრძალვიტ გამოწვეული დანაკლისი. უკვე წლებია, რაც ჩვენს ქვეყანაში სიგარეტის მოწევის წინააღმდეგ სხვადასხვა პიარ–კამპანია ხორციელდება. აკრძალულია სატელევიზო რეკლამები, სადაც მოწოდებებია, თუ რომეოი მარკის სიგარეტი სჯობია და ა.შ. მიუხედავად ამისა, არაოფიციალური ინფრომაციიტ, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლირუად მილიარდამდე ლარი გაედინება თამბაქოს კუთხით და ეს ყოველივე ისედაც მცირე ბიუჯეტს უფრო და უფრო ატყობს ხელს. დღეს ქართულ ბაზარზე სიგარეტის ფასი საკმაოდ გაზრდილია, თუმცა იმაზე მცირეა, ვიდრე ეს მეზობელ თურქეთშია. ხშირად გვსმენია, რომ ქაედან სეზონურად თურქეთში სამუშაოდ წასული მწეველი ადამიანები საზღვარზე ერთი–ორი შეკვრა სიგარეტის გადატანას ცდილობენ, რათა იქ მეტის გადახდა არ მოუწიოთ. სიგარეტზე ფასების ზრდა მას შმდეგ უფრო გახდა თვალსშისაცემი, რაც ლარის კურსმა დოლართან მიმარტებაში სერიოზუმი რყევები განიცადა. ამ ყველაფერს კიდევ დაემატა აქციზის გადასახადის ზრდა და მოსახლეობის ნაწილი ელექტრო–სიგარეტზე გადავიდა, რომლის დადებით და უარყოფით მხარეებზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ მედიცინის დარგის მესვეურებს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ სიგარეტის მოწევა ბევრ დაავადებას უწყობს ხელს, მაგრამ ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები (საკმაოდ ბევრი), რომელთაც ნიკოტინის ზემოქმედების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ისინი ბოლო თეთრებს იმეტებენ იმისთვის, რომ სიგარეტის კვამლში გაეხვიონ. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მომავალში ამას კანონი მკაცრად დაარეგულირებს. როგორც ცნობილია, არასრულწლოვანებზე სიგარეტის მიყიდვა კანონით აკრძალულია, თუმცა გამყიდველების უმეტესობა კანონზე უფრო შემოსავალზე ფიქრობს. როცა ახალი რეგულაციები შემოვა, მაშინ საინტერესოა რა ანტერნატიულ გზას მოიფიქრებენ როგორც მწეველები, ისე მწარმოებლები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა მიმდინარე წლის პირველი სექტებრიდან უნდა აკრძალულიყო, მაგრამ როგორც ბოლოს განვითარებული მოვლენებიო ცხადყოფენ, ის მომავალი წლის პირველ მაისამდე გადაიდო. სიგარეტის მოწევა ასევე აიკრძალება ბარ–რესტორნებში (გარკვეული ადგილების გარდა), სტადიონებზე და სხვა ობიექტებზე. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. როგორც მედიცინის მუშაკები აცხადებენ, ეს აკრძალვა კარგი პრევენციაა, იმ დაავადებების წინააღმდეგ, რომელსაც თამბაქოს აქტიური მოხმარება იწვევს. ამ მხრივ პირველ ადგილზე ფილტვის კიბოა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს მოწევა იწვევს სისხლძარღვოვან ცვლილებებს. ნიკოტინი ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკს. ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის მომატებას, ხოლო დიდი დოზა გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს არტერიული წნევის მკვეთრი დავარდნა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და, მძიმე შემთხვევებში, სიკვდილს. ასე რომ, მკაცრი რეგულაციების სემდეგ ადამიანებს თავად ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება. ან ჯარიმები და მოსალოდნელ დაავადება გრძლელი სია ან ნერვების დამშვიდების მეთოდი _ ჩაუქრობელი სიგარეტი.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა