ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ქვეყანაში შექმნილი სიდუხჭირე პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოსთან და მის პოლიტიკასთან"

,,ქვეყანაში შექმნილი სიდუხჭირე პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოსთან და მის პოლიტიკასთან"
19-09-2022, 11:28

თქვენი აზრით, ქვეყანაში შე­ქმნილი ეკონომიკური სიდუ­ხჭირე კავშირში არის თუ არა პოლიტიკასთან?
ჯერი ძუარი: ქვეყანაში შექ­მნილი სიდუხჭირე პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოსთან და მის პოლიტიკასთან. სახელმწიფო ყოველთვიურად ან ყოველ წლიურად ამოწმებს თუ რამდენად არის შესაძ­ლებლობა იმის, რომ ხალხს მეტი ფული წაართვან. ყველას გვახსოვს თამბაქოს გაძვი­რებას თუ რამხელა პანიკა მოჰყვა და ამას ხალხი შეეგუა. შემდეგ გვახსოვს წარმოუდგენლად გაძვირებული ზეთიც და ბევრი სხვა პროდუქტი. ამასაც შეეგუა ხალხი. ხოლო ხელფასები, პენსია და სოციალური რომ არ იზრდება, ამას ხომ შეეგუა და შეე­გუა. ზუსტად მსგავსი მეთ­ოდებით ცდილობს სახელმ­წიფო მეტი ფული წამოიღოს ხალხიდან, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს გაღარიბებულ მოსახლეობას. 
მინიმუმ ბოლო სამი წელია არანაირი ინფორმაცია არ მი­გვიღია რაიმე პროდუქტის გაიაფებასთან დაკავშირებით; არანაირი დადებითი ინფორმაცია არ მიგვიღია ეკონომიკურ და სოციალურ გაუმჯობე­სებასთან დაკავშირებით, ოღ­ონდ რეალური და ჯანსაღი და არა მთავრობის  სატელიტების პროპაგანდისტული სტატიები, რომ ხელფასები გაი­ზარდა და ეკონომიკურად ვუ­სწრებთ ევროპის წამყვან ქვე­ყნებს. ჰოდა, საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ წარმოუდგენელია, როცა ბუნებრივად ძვირდება რაღაცა 3 წლის განმავლობაში არც ერთი თეთ­რით არ დაიწიოს მისმა ფასმა და მხოლოდ ზრდის პროცესი იყოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მაქინაციებიდან გამოწვეული ხელ­ოვნური სიდუხჭირე და ხელ­ოვნურად გაღატაკებული ქვეყ­ანა.
ირმა თავაძე: სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობას არასწორი პოლიტიკური კურსი აქვს არჩ­ეული. ქვეყანაში რომ სამ­უშაო ადგილები არ არის და რაც არის, იქაც მიზერული ხელფასია, სწორედ ამის ბრა­ლია. მერე უკვირთ ამდენი ემი­გრანტი. უცხოეთში უფრო და­ფასება  აქვს  ადამიანის შრ­ო­­მას.
თამარ ორმოცაძე: ბანალუ­რია იმაზე საუბარი თუ რა ცუდ მდგომარეობაში ვართ დღეს ქვეყანაში, სადაც ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს პროდუქტებს, წამლებს და კიდევ რამდენი შეიძლება ჩამ­ოვთვალო... და ამ დროს ჩვენი ქვეყნის მთავრობა გაიძახის ,,ჩვენი ეკონომიკა უსწრებს დი­დი ქვეყნების ეკონომიკას"... ალბათ სიზმარს ხედა­ვენ... ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე არის, მე უბრალო ადამიანი ვარ და არც დიდად მხიბლავს ბინძური პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირდაპირ უკავ­შირდება პოლიტიკურ საქმიანობას... ყველანაირი სისტემა: განათლების, მედიცინის, შინა­გან საქმეთა, თავდაცვის, ყველაფერი უკან უკან მიდის და ამის შემდეგ ვიღაც რომ საწინააღმდეგოს მტკიცებას დაიწყებს, ეს უკვე სატირალია.
ლიკა გიგინეიშვილი: საერ­თოდ, ადამიანები როდესაც სიტყვა ეკონომიკას ხმარობენ, მაშინვე წარმოუდგებათ თვა­ლწინ ციფრები, ცხრილები და ა. შ. სინამდვილეში ეკონომიკა უფრო მარტივი ცნებაა და ძველბერძნულად საიჯახო მეურნეობის მართვას ნიშნავს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიდუხჭირე კავშირშია როგ­ორც პოლიტიკურ მოვლენე­ბთან, ასევე თვითონ ხალხის მასასთან, იმიტომ რომ, ხალხი თავის საოჯახო მეურნეობას ვერ მართავს სწორად, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არის გაჭირვებული, ცხოვრობს სიდუხჭირეში, ხალხი გაედინება საზღვარგარეთ. მაგალითად, თურქეთში მიდიან სამუშაოდ დღეში 50 ლარად, მაგრამ იგივე ადამიანი არ მიდის კახეთში ყურძნის საკრეფად, რთველში 50 ლარად, იმიტომ რომ, საქართველოში სირცხვილია ფიზიკურად შრომა. უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, სადაც ვერ ხედავს სხვა, ნაცნობი, ამიტომ საქართველოში ეს ჩვენი სიდუხჭირე, არის კავშირში, როგორც პოლიტიკ­ურ ქმედებებთან, პოლიტიკურ ვითარებასთან, ასევე ხალხის მასებთან. თორემ ამდენი გაჭ­ირვებული, ამდენი ღარიბი ადამიანი საქართ­ველოში არ უნდა იყოს. შრომა თუ კი შეუძლია ადამიანს, სიდუ­ხჭირეში არ იქნება. შეიძლება არ ქონდეს ბევრი რამ, არ ცხოვრობდეს ფუფუნებაში, მაგრამ სიღარიბეში არ იცხოვრებს. აგრთვე კავშირშია პოლიტიკასთან. სწორი პოლიტიკური გათვლა რომ იყოს, ამდენი ღარიბი ადამიანი და ერთეულობით მდიდარი საქა­რთველოში არ გვეყოლებოდა. საშუალო ფენა თითქმის გაქრა. ალბათ სადღაც 2-3%-იღაა. არსებობს ან ღარიბი ან მდიდარი და სწორედ ეს არის არასწორი პოლიტიკიდან გამ­ომდინარე. ჩემი აზრით მთავ­რობამაც და ხალხმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ძირითადად მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იქეთკენ, რომ ხალხი იყოს დასაქმებული. ძალიან ბევრი რამ არ მოგვწონდა კომუნისტების დროს, მაგრამ ერთად ერთი რაც მომწონს და მახსოვს იყო ის, რომ გვაჩერებდნენ ქუჩაში სტუდენტებს და გვეკითხებოდნენ, რატომ არ ვიყავით ლექციაზე სწავლის პერიოდში და შეი­ძლებოდა ჯარიმის სახით სა­სარგებლო სამუშაოები უნდა შე­გვესრულებინა. დღესაც ასე უნდა იყოს, უნდა მუშაობდეს ფაბრიკა-ქარხნები, ხალხი უნ­და იყოს დასაქმებული, სამუ­შაო ადგილები უნდა შევუ­ქმნათ ხალხს, არა სეზონურად, არამედ მუდმივი. დაცული უნ­და იყოს დასაქმებული ადამიანი. 
ხელფასი მინიმუმს მაინც უნდა უკმაყოფილებდეს. ხვა­ლის იმედი უნდა ქონდეს ადამიანს. აი, მაშინ აღარ გვეყოლება ამდენი სოციალურ დახ­მარებას მიჩერებული ოჯა­ხები.

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 803
FACEBOOK კომენტარები