ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუა ,,კინგსისა” და ,,ევერესტის” ოლიმპიადების გამარჯვებულია

25-01-2025, 18:02

  გვინდა გაგაცნოთ ერთი პატარა ლანჩხუთელი ბიჭი, პირველი საჯარო სკოლის მე-5 ბ კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ჯოჯუა. ნიკოლოზს არაერთი გამარჯვება და წარმატება აქვს მოპოვებული მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში.
 ის არის კინგსის ოქროს მედალოსანი ამავე საგნებში, ასევე მოხვდა ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაში ოქროს ათეულში. კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაში წელს ნიკოლოზმა საქართვლოს მასშტაბით მე-5 კლასის კატეგორიაში მე-2 ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გურიას მხოლოდ ნიკოლოზი წარმოადგენდა და ეს კიდევ უფრო საამაყოა ლანჩხუთისთვის.
   ნიკოლოზ ჯოჯუას ბევრი მიზანი აქვს წარმატებისკენ სავალ გზაზე. 
   ვუსურვოთ, რომ მან კიდევ ბევჯერ ასახელოს მშობლები, პირველი საჯარო სკოლა, მასწავლებლები და ჩვენი ლანჩხუთი.







განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 408
FACEBOOK კომენტარები