წელს პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lენოვო Lenovo ideapad 300S-11IB.~ _ აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, _ კომპიუტერები ასევე გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე; კომპიუტერებს, ასევე, მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები. წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის შეიძინა _ 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი); წარჩინებულებისთვის _ 2470 პორტაბელური კომპიუტერი; პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის _ 2530 პორტაბელური კომპიუტერი; რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე; კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე; ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს დაიბეჭდა 2246738 წიგნი, რვეული და ტესტი. საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია. ასე რომ, ლანჩხუთელ მოსწავლეები სწავლას მომდევნო კვირის ხუთშაბათიდან შეუდგებიან. 19 სექტემბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წულაძის თქმით, _ ყველა ბაღი მზად არის იმისთვის, რომ 19 სექტემბერს ბავშვები მიიღოს. `ბევრი რამ გაკეთდა. მთელი ზაფხული მიმდინარეობდა ზოგიერთ ბაღში სარემონტო სამუშაოები. წყალწმინდაში ახალი ბაღი იხსნება, რომელიც 50-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ სასწავლო სეზონი დაიწყოს. ტექნიკური მხარეები იყო დარჩენილი და ისიც მოგვარებულია. ერთადერთი ბაღი, სადაც სწავლება ცოტა მოგვიანებით განახლდება, ზემოთ თქმული წყალწმინდის ბაღია. იქ დასაქმებული პერსონალის გადამზადება მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სწავლა. სხვაგან არანაირი პრობლემა არ არის. ყველაფერი დალაგებული და დასუფთავებულია. მოგვარებულია კვების საკითხი თუ სხვა. წელს საკმაოდ ბევრი ბავშვი შემოვა ჩვენს დაწესებულებაში. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენი სამსახურის ფეისბუქის გვერდზე დევს და დაინტერესებულ პირს შეუძლია დეტალები იხილოს. ჩვენ გამჭირვალედ ვმუშაობთ და ვცდილობთ, ყველა დეტალს მივაქციოთ ყურადღება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივულოცო ახალი სასწავლო წლის მოახლოება. ბავშვების არის მომავალი და მათ კარგ გარემოში უნდა მოუხდეთ აღზრდა. ასე რომ, არაფერს დავიშურებთ, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ,~ _ დასძინა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0