ამა თუ იმ უბნაში გამოჩნდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის თუ კანდიდატის მხარდასაჭერი ბუკლეტები და პლაკატები. მალე ბევრგან ვიხილავთ აჭრელებულ ხეებს და მოსაცდელებს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 26 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭა: #2 - `პროგრესულ - დემოკრატიული მოძრაობა (`თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!~)~; #4 - `ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი~; ¹#6 - `უსუფაშვილი - რესპუბლიკელები~; #7 - `თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის~; #9 - `ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი~; #10 - `შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია~; #11 - `სახალხო ხელისუფლება~; #12 - `საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები (ივანე წიკლაური)~; #13 - `ევროპელი დემოკრატები~; #14 - `დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის~; ¹#15 - `მშრომელთა სოციალისტური პარტია~; #16 - `საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია~; #17 - `საქართველო~; #18 - `ქართული იდეა~; #19 - საარჩევნო ბლოკი `თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო~; ¹#20 - `საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია~; #21 - `საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია~; #22 - `მერაბ კოსტავას საზოგადოება~; #23 - საარჩევნო ბლოკი `ჩვენები - სახალხო პარტია~; #24 - `გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველო~; #25 - `კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი~; #26 - `ეროვნული ფორუმი~; #27 - `ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები~; #28 - `ზვიადის გზა - უფლის სახელით~; #29 - `ეროვნულ - დემოკრატიული პარტია (ედპ)~ #30 - `ჩვენი საქართველო~ (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)~; გარდა აღნიშნული სუბიექტებისა, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა ხუთ საარჩევნო სუბიექტს, ესენია: #1 - საარჩევნო ბლოკი `პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის~; #3 - საარჩევნო ბლოკი `ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა~; #5 - საარჩევნო ბლოკი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~; #8 - საარჩევნო ბლოკი `დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია~; #41 - `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო~. მოკლედ, თუ რამე არ შეიცვალა, 31 საარჩევნო სუბიექტი წარსდგება ამომრჩეველთა წინაშე. მათგან წარმატების შანსი მეტ-ნაკლებად 5-იოდე სუბიექტს თუ ექნება. დანარჩენები უფრო სტატისტის როლში იქნებიან. დასახელბუელი სუბიექტებიდან ნახევარის შეიძლება პირველად ესმოდეს ჩვენს მკითხველებს. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი. ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად 200-ზე მეტი დასახელების პარტიაა რეგისტრირებული და ყველა მათგანს რომ არჩევნებში მონაწილეობაზე გაეკეთებინა განაცხადი, მაშინ შეიძლება საარჩევნო ბიულეტენის ნაცვლას ხელში საარჩევნო რვეული შეგვრჩებოდა. თან ყველა მათგანის საარჩევნო დაპირებების გაცნობა რომ მოგვენდომებინა, ის საერთოდ წლებს წაიღებდა. საბედნიეროდ, ბევრმა მათგანმა `დაგვინდო~ და თავისი დაპირებების მოსმენით აღარ დაგვღალა, ზოგმა ისიც გაითვალისწინა, რომ ისედაც არავინ დაუჭერდა მხარს და მიღებული ხმების რაოდენობის გასწვრივ ნულის ჩაწერას, საერთოდ უარის თქმა ამჯობინა. ცესკოს მიერ სუბიექტებისთვის ნომრების მინიჭებას ხმაური უკვე მოჰყვა, `რესპუბლიკურმა~ პარტიამ კენჭისყრის გარეშე ბურჭულაძისთვის და `პატრიოტთა ალიანსისთვის~ მინიჭებული ნომრები გააპროტესტა და შესაბამისი უსტარიც აფრინა სასამართლოში. მართალია, უსუფაშვილი და მისი მეგობრები ამტკიცებდნენ, რომ გასაჩივრების მიზანი გახლდათ უკანონო გადაწყვეტილების შეცვლა, მაგრამ სასამართლომ სხვანაირად იფიქრა. შესაბამისად, მინიჭებული ნომრები სუბიექტებს უცვლელი დარჩათ. 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვე და 3 დღეა დარჩენილი. წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა. თითქმის ყველა კვალიფიციურმა სუბიექტმა გამოაცხადა, რას აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ბევრი აქცენტი კეთდება სოციალურ პროგრამებზე, ჯანდაცვაზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ასე რომ, წინ ბევრი რამ გველოდება.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0