ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მეოთხეკლასელთა გამოშვება

მეოთხეკლასელთა გამოშვება
12-06-2017, 00:00

ღონისძიების სახელწოდება იყო: `მიფრინავს დრო, სადღაც ბავშვობა მიჰყვება~. ლამაზ კოსტიუმებსა და სადედოფლო კაბებში გამოწყობილი მოსწავლეები ულამაზესად ასრულებდნენ სხვადასხვა ნომრებს, გაიხსენეს ანბანის სწავლება, ჩაატარეს მინი სპექტაკლები სხვადასხვა ნაწარმოებიდან. შესანიშნავად ცეკვავდნენ და მღეროდნენ. კითხულობდნენ მხატვრულად ლექსებს. 22 მოსწავლემ დაამთავრა სწავლების ოთხი კლასი. ესენი იყვნენ: ლევან არველაძე, გიორგი ბენაშვილი, ქრისტინე ბოლქვაძე, ნინი გუმბარიძე, მაკა ებრალიძე, გივი ზოიძე, გიორგი თედორაძე, გიორგი იაშვილი, ლიზი კოხრეიძე, მარი კუკულაძე, გიორგი ნაცვალაძე, ჯაბა პაპავა, თიკო ფუტკარაძე, ანა ქილიფთარი, გიორგი ღლონტი, სალომე შაინიძე, მიხეილ ჩერქეზია, ვიქტორია ჩხაიძე, მარიამ ჩხაიძე, ანანო წილოსანი, თამარ წილოსანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. ღონისძიების მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდა თინიკო ზენაიშვილს, მხატვრული გაფორმება ეკა წილოსანს. ღონისძიების დასასრულს დამრიგებელმა მასწავლებელმა მარიკა იმნაძემ მიულოცა მოსწავლეებს დაწყებითი ოთხი კლასის დამთავრება და უსურვა შემდგომი წარმატებები ცოდნის დიდ გზაზე. სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა თამაზ კილაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბავშვებს ლამაზი ღონისძიებისთვის და მის მასწავლებელს მარიკა იმნაძეს, ასევე მშობლებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რადგან მათი დახმარების გარეშე ვერ შედგებოდა ეს ლამაზი ღონისძიება. რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები