(კლასის დამრიგებელი მარიკა იმნაძე) მუსიკის მასწავლებელ თინათინ ზენაიშვილთან ერთად შემოგვთავაზეს მეტად საინტერესო და ლამაზი ღონისძიება მუსიკალური სწავლების შესახებ. ღონისძიების სახელწოდება იყო `მუსიკის სწავლას არა აქვს დასასრული~. მოსწავლეებმა მხიარულად ისაუბრეს მუსიკის შესახებ და გამოავლინეს დიდი ცოდნა მუსიკალური სწავლების პროგრამაზე. ეს კი უდავოდ მათი მუსიკის მასწავლებლის დამსახურებაა. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს სიმღერები, იცეკვეს და ძალიან საინტერესოდ გაგვაცნეს მუსიკალური ისტორია ნოტების სწავლების შესახებ. ყველა მოსწავლე ძალიან ლამაზად და საინტერესოდ მონაწილეობდა და არტისტულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ როლს. ეს მონაწილეები იყვნენ: ლევან არველაძე, გიორგი იმნაიშვილი, ქრისტინე ბოლქვაძე, ნინო გუმბარიძე, გივი ზოიძე, გიორგი თედორაძე, გიორგი იაშვილი, ანანო იმნაიშვილი, საბა კალანდია, ლიზი კოხრეიძე, მარიამ კეკელიძე, გიორგი ნაცვალაძე, ჯაბა პაპავა, თიკო ფუტკარაძე, ანა ქილიფთარი, გიორგი ღლონტი, თამარ ქილიფთარი, მარიამ შაინიძე, მიხეილ ჩერქეზია, ვიქტორია ჩხაიძე, მარიამ ჩხაიძე, ანანო წილოსანი, თამარ წილოსანი, ნიკა ჭელიძე, საბა ჯორბენაძე. ღონისძიების ბოლოს მუსიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზი მოუმზადა _ მაესტრო ლიანა ურუშაძესთან ერთად ვიოლინოზე ფორტეპიანოს თანხლებით შეასრულა რუსული რომანსი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0