ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მტრის წისქვილზე წყლის დასხმის ჟინით ნუ ვლანძღავთ ევროპას

მტრის წისქვილზე წყლის  დასხმის ჟინით ნუ  ვლანძღავთ ევროპას
17-06-2022, 11:52

დღეს ყველგან ეს თემა ტრიალებს რა უნდა ქართველ ხალხს და  რა არა,  წინ ევროპაში თუ უკან საბჭოთა კავშირში, ეს უკვე ოცდაათი წლის წინ გადავწყვიტეთ. დაპაუზებულ საქართველოში ახლაც იგივე კითხვა ტრიალებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მილიონნახევარი ქართველი ევროპაშია წასული სამუშაოდ, ევროპირაკენ ისედაც მივიწევთ ოღონდ არალეგარულად, მერე სარწმუნოება? იდენტობა?ტრადიციები? ტვინი გაბურღეს ციციკორეებმა, არადა არც მინახავს ამ უკანასკნელის გამო უკან დაბრუნებული სამუშაოს მაძიბელი, პირობები კი მძიმეა, მაგრამ სოციალურ ქსელში თითქმის ყოველი მათგანი წერს , რომ მაინც იქეთ ურჩევნიათ. ხშირ შემთხვევაში არალეგარულად არიან დასაქმებული და პრობლემები სწორედ აქედან გამომდინარე ექმნებათ პრობლემა. მახსოვს ერთი გოგონა წერდა წერილს საბერძნეთიდან, მე კი ვიშოვე სამუშაო, მაგრამ საქართველოში ჩვენი მოხუცები დარჩა მოსავლელიო.
ის, რომ თურმე არსებობს რაღაც, რაც ქართველი ერის თავმოყვარეობას შელახავს, ყბადაღებული  და თითიდან გამოწოვილი საკითხებია, რელიგიური ეთნიკური და სხვადასხვა, რაზეც მუდამ ჭორის დონეზეა საუბარი და სპეციალისტებს არც არავინ უსმენს, გურულებს გვიყვარს სიტყვა ,,გამოჭენებული“ და მართლაც ისეა გამოჭენებული ზოგიერთი თემა სიტყვას არ ჩაგაკვეხებინებენ, არადა ხედავ, რომ პირიქითაა ყველაფერი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავინ იცოდა რა იყო  ლგპდ თემი , არსებობდნენ განსხვებული ორიენტაციის ადამიანები, მომიტევეთ რომ ამ თემას უბრალო მოქალაქის თვალით ვეხები და არა ფსიქოლოგის თუ სოციოლოგის, მხოლოდ იმის თქმაღა შემიძლია რომ თემა უძველესია .
მინდა ერთი პატარა ამბავი მოვყვე: ალბათ 21თუ 22 წლის ვიქნებოდი, როგორც კინო-ფილმის ერთი კადრი ისე მახსოვს, დეკემბრის თვე იქნებოდა მამიდა ჩემის ნაჩუქარი ულამაზესი შუბა მეცვა, ძალიან ციოდა, მამა მიმაცილებდა ქუთაისში სემესტრული სესიები ახლოვდებოდა. ზუსტად არ მახსოვს რომელი საგანი იყო, მაგრამ  შესანიშნავად  მახსოვს ძალიან მეშინოდა, სულ რაღაც საკითხს ფიქრებში ვიმეორებდი და ვეღარც კი მივხვდი როგორ შევედი ხალხით გამოტენილ ,,იკარუსის“’ ავტობუსში, სადაც სულ ორი ადგილი იყო თავისუფალი, უკან მაღალი ლამაზი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, მან მაშინვე გვერდით გაიწია და რომ დამინახა თითქოს გაუხარდა, იფიქრა მის გვერდით დავჯდებოდი. ერთი სკამით წინ ფანჯარასთან ახალგაზრდა ქალი იჯდა შარვლით და მოკლედ შეკრეჭილი თმებით, მამამ  ჩემი ჩანთა სწორედ ამ ქალის გვერდით სკამზე  დადო, ხელი დამიქნია და დაბლა ჩავიდა. მოვთავსდი, მერე რაღაც კონსპექტი ამოვიღე და კითხვა დავიწყე,  გვერდით მჯდომმა ქალმა ჯერ გამიღიმა, ჩემსკენ მოიწია და ყურში სახელი მკითხა, არ მომეწონა თითქოს შევწუხდი, მაგრამ მაინც ვუპასუხე და თავადაც ვკითხე სახელი, მანაც რაღაც წაილუღლუღა, ია ერქვა. ახლა ილიას მეძახიანო, შენ შეგიძლია ილაც  დამიძახოო.. ვიფიქრე ხუმრობს-მეთქი და გავიცინე რა ლამაზი სიცილი გქონიაო... მაინც ვერ მივხვდი ვერაფერი, უკან მჯდომი ბიჭი კი კინაღამ გადაირია მხარზე ხელი დამადო და ჩემს გვერდით გადმოჯექიო მანიშნა, არ გადავჯექი იმიტომ რომ, საშინელი ჯიუტი ვიყავი. ჩემს მგვერდზე მჯდომი უცნაური მგზავრი კი კვლავ განაგრძობს  დაკითხვების სერიას, უკვე აღარაფერი მესმის, უკან მჯდომი ბიჭი კი კვლავ აქტიურობს, ,,იკარუსში“ კი მეტი ადგილი არაა. როგორც იქნა ჩავედით ქუთაისში, ავტობუსის  ჩასასვლელ კართან  არც კი გავჩერებულვარ, მგზავრობის ფული მამამ წინასწარ გადაიხადა, ეს უცნაური ქალბატონი თუ ვაჟბატონი უკან მომყვება, როგორც კი ჩავედი სადგურში აღარ მეშვება. აი, ტაქსიც მოვიდა და ერთად წავიდეთო. ტაქსის მძღოლს ანიშნებს გააჩერეო. ეს უკანასკნელიც გაჩერდა. ერთი პატარა ჩანთა მიჭირავს, მეორე ჩანთა კი საკმაოდ მძიმეა და ვერსად გავრბივარ, ის კი ჩანთას ეჭიდება, რომ ხელიდან გამომართვას და ტაქსის საბარგულში ჩადოს. ამასობაში მაღალი ბიჭიც გამოჩნდა, ტაქსიმ მძღოლს თითქმის უბრძანა ეს ქალი არ ჩასვა,  გოგონა კი ჩემთან ერთად მოდისო, ვინაა შენი ქალი?! წაეჯიკავა ჩემი მეგზური, მაგრამ უკვე აღარაფერი გამოუვიდა, კარები დაიკეტა მარტო ხელის დაქნევაღა მოასწრო. დედა რაი იყო ეს აა! შევხედეთ ერთმანეთს მე და იმ ბიჭმა ისე, რომ სახელებიც არ გვიკითხავს ერთმანეთისთვის.  რა იყო ბიძია მოგპარა რამე იმ ქალმა თუ წაგართვა, ადრეც დამინახავს  არ ვიცი ვინაა, სულ ვიღაცა გოგოს ეჯიკავება, ჩაილაპარაკა მძღოლმა. ჩვენც არ ვიცით, ვთქვით ორთავემ ერთხმად  და სიჩუმე ჩამოვარდა. მალე ჩემს სახლსაც მივადექით, მადლობაც არ გადამიხდია ისე ჩამოვედი და გულამოვარდნილმა მძიმე ჩანთით ისე ავიარე მეექვსე სართული, ლიფტითაც კი არ მისარგებლია. კარი დიასახლისმა გამიღო, სანდომიანი კეთილი ქალი იყო, ასე შეშლილი სახით რომ დამინახა, ეგონა ვიღაც თავს დამესხა თუ რაღაც ამგვარი. ამბავი რომ მოვუყევი, სიცილისაგან გადაბჟირდა, მაგას გოგო ვინ არ იცნობს, კაი ოჯახის შვილია, განათლებულიცაა, პიონერხელმძღვანელად მუშაობდა საზაფხულო ბანაკში, რაღაც შენიშნეს და გამოაგდეს იქედან. არაფერს აშავებს, ნუ გეშინია, ეს კიდევ ბევრჯერ შეგხვდებაო და მართლაც ბევრჯერ შემხვდა, თუმცა ყოველთვის შორს დავიჭირე თავი ეს იყო და ეს.
ამის მერე ოცდაათზე მეტი წელი გავიდა და ის შიში მაინც ვერ დავივიწყე,  უფრო მეტად მოულოდნელობის და არცოდნის შიში იყო,რაღაც უცნაური გაურკვევლობის გრძნობა. რამდენიმე წლის წინ, ეს ადამიანი ერთ შოუში ვნახე, თავისი ამბავი მოყვა, პირველად მაშინ გამახსენდა და ვიცანი, მივხვდი, რომ ის ასეთია და მორჩა, სხვა არაფერი. 
ამ ამბავს არც გავიხსენებდი, რომ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული საზიზღარი შეფასებები ,,გარყვნილი ევროპის’’ მიმართ,  მინდა ვთქვა რომ მსგავსი საქართველოშიც უამრავია, უბრალოდ მიდგომებია არასწორი, რაც აშინებს საზოგადოებას. მინდა გავიხსენო რომელი ქართველი გამოიქცა ევროპიდან იმის გამო, რომ განსხვავებული სექსუალური ორიაენტაციის ადამიანებმა შეაწუხეს? არა მგონია, ასე რომ მტრის წისქვილზე წყლის დასხმით ჟინით ნუ შევეხებით ამ თემას, მხოლოდ ამის თქმა მინდოდა.
მაია კუკულაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 610
FACEBOOK კომენტარები