ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით

ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით
17-06-2022, 11:26

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიება ასოციაცია ,,საბას“ ორგანიზებითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შედგა. მასში აქტიურად იყო ჩართული ასოციაცია ,,გურია“ და მათი ბენეფიციარები.
კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე გამოვიდნენ.
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 2000 წელს გამოცხადდა. ამ დღის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 487
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა