დავინახე ახლაგაზრდა გოგო ჩამოვიდა ტაქსიდან, პირჯვარი გადაისახა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, ამასობაში ტელეფონმაც დარეკა თურმე რაღაც ვაკანსიაზე დაუძახეს, ენით აუწერელი სევდა იყო მის თვალბში, აი სადამდე მივედით, რაზეა ლაპარაკი? თუმცა არახალია ეს ყველაფერი. მუდამ ლაპარაკია სამუშაოზე, რომელმაც პურის ფული და საარსებო წყარო უნდა მოგიტანოს. კიდევ მეორე შემთხვევა მინდა დავასახელო ასეთი: რაიმე ვაკანსია გაქვთ ლანჩხუთში? წერს მავანი სოციალურ ქსელში და არაფერ განმარტებას არ იძლევა. სამუშაოს დაწყება კი გინდა, მაგრამ რა უნდა გააკეთო კონკრეტულად? რომ ჰკითხო ამის ავტორს, ალბათ გაუკვირდება, იმიტომ, რომ არ არსებობს სპეციალისტის მცნება, არც პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები. რაღაც კურსები ნამდვილად არის, რომელი სანდოა და რომელი არა კაციშვილმა არ იცის. გადაიხადე 600 ლარი, მიიღებ სამ პროფესიას და ჩამოთვლილია: ფსიქოლოგი, სკოლამდელი აღძრდის სპეციალისტი და კიდევ ერთი რაღაც. ამას როგორ უნდა დაუჯერო? ფსიქოლოგია პროფესიაა, რომლისთვისაც არსებობს უმღლესი სასწავლებელი და იქაც რთულია პროფესიის დაუფლება. სამწუხაროდ, ამგვარ ფსიქოლოგებსაც ვხედავთ დასაქმებულს, რომლებიც აბრურდულ რჩევებს აძლევენ ადამიანებს ან სულაც ეუბნებიან, ასეთ რამეს: დილით გაიღვიძე კმაყოფილი და მადლობა უთხარი უფალს, რომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე, ან წადი მოძღვართან და ცოდვები მოინანიე. ამისთვის რად გინდა ფსიქოლოგის მომსახურება, მეგობარი არ გყავს ვინმე, მოუყევი შენი გაჭირვება და გეტყვის რაღაცას.
რაც შეეხება, პურის მცხობელს, შემდუღებელს, დურგალს და ა.შ. ამ პროფესიებს, რომლებიც სანთლით საძებარია კი არ სწავლობენ ივიწყებენ, იმიტომ, რომ ამაზე მოთხოვნილება არაა, ურთიერთშებრუნებული რამ აღვნიშნეთ, სანთლით საძებარია, მაგრამ მოთხოვნადი მაინც არაა. რამ განაპირობა ეს? თუ შეიძლება გახდე დეპუტატი, გქონდეს მაღალი ხელფასი და არაფერი გქონდეს საქმე, ან იყო საჯარო მოხელე, მაინც არაფერი გქონდეს საქმე, ან კიდევ მუშაობდე ა(ა)იპში და მაინც არაფერი გქონდეს საქმე. პროფესია რაღად გინდა?!.
ერთ-ერთ დეპუტატს უშოვია საქმე, წერს პოსტებს ხალხს ასაქმებენო და მედია არ აპიარებს თურმე! მინდა შევუბრუნო კითხვა, უფასო ფული სადაა, რითაც კერძო სექტორი უნდა ამუშავებულიყო? რომელი ნავიც ჩამოივლის, იმ ნავში ჩახტომა კარგია, მაგრამ მალე ჩაივლის ესეც და იქნებ ვეღარ ისკუპო იმხელაზე, რომ მომავალ ნავში გადახტე და პირდაპირ წყალში მოადინო ტყაპანი, ამიტომ სიმართლე უნდა წერო, გამოგონილი სამუშაო ადგილები კერძო სექტორის განვითარებას ვერ წაადგება და ჩვენ 30 წლის მერედაც აღმოვჩნდებით გარდამავალ სოციალიზმში და უფრო მეტიც დავბრუნდებით უკან ოთხმოცდაათიანებში.
მაღაზიებში ნისიების გრძელი დავთრები კვლავ ძალაშია, მუშახელი რაიონიდან დიდი ხანია გასულია, ვინც დარჩა გასამჯელოს ,,პოსლეზე’’ უხდიან. მღებავი, მლესავი, მშენებელი თუ სანტექნიკი შიმშილით არ უნდა კვდებოდეს, მაგრამ რად გინდა, იძულებული არიან შემდგომი ანაზღაურების იმედად იმუშაონ, ყველაფერი აწყობილია გაფუჭებული ტელეფონივით.
ლანჩხუთში რამე ვაკანსია გაქვთო, ვინც იკითხა, იმან კარგად იცის, რომ ვაკანსია იყოს და მუშაობა რა საჭიროა. მიხვალ ყავას მოიდუღებ, დალევ. მთავარია დასაქმებული გერქვას და ხელფასს იღებდე ბიუჯეტიდან, სოციალურ ქსელში კი დაწერ როგორ აყვავდა ტურფა ქვეყანა.
რით უნდა გაგაკვირვოთ თუ გეტყვით, რომ სამუშაო ადგილები სინამდვილეში არ იქმნება. ვისაც უჩნდება ეჭვი, რომ ადგილობრივი მედია მიზანმიმართულია და არ აპიარებს ადამინათა დასაქმებას, იქეთ გვინდა რჩევა მივცეთ ასწიოს ერთი ადგილი და გაიაროს ხალხში, ნახოს, როგორ არიან დასაქმებულები და რომელი სერიოზული წარმოება შეიქმნა ბოლო დროს სადაც ხალხია დასქმებული და სად შეიძლება შეისწავლო ლანჩხუთში პროფესიები, რომლებიც ყოველთვის მოთხოვნადი უნდა იყოს?
სხვა შემთხვევაში ყოველთვის იკითხავს ვიღაც, რაიმე ვაკანსია გაქვთ ლანჩხუთში?
და ბოლოს ერთი ძველი ამბავი მინდა გიამბოთ: კომუნისტების დროში ერთი ჭორიკანა მეზობელი უყვება მეორეს, ის გოგო შარვლით რომ დადის ხომ იცი? კი, რავა არა, პასუხობს მეორე. თურმე ,,გასტროლებზე’’ იარება! მართლა ცაა, მღერის თუ ცეკვავს ნეტა! რას ჩივი ცაა, რაის მღერის და რაის ცეკვავს? ,,გასტროლები“ არ იცი რაია, გლახა საქმეზე იარება თურმე მაი მოსასპობი.
ხალხი გაზარმაცდა და მუშაობა აღარ უნდა, კვლავ გვაყვედრიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კარდაკარ დარბიან და ყოველთვის ყველა ხელისუფლებაზე მუშაობენ. უკაცრავად კი არ გაზარმაცდა, გააზარმაცეს არქიფო სეთურებმა.
,,გაიხურა კარი ასინეთა-კუდიანმა. გადაგორდა ტახტზე სეთური. იმდენი იცინა და იხარხარა, მეგონა, ფაშვი ჩაწყდებოდა და დასამარხი შეგვექნებოდა. იჯერა სიცილით გული, შეიმშრალა ცრემლები და გვითხრა:
- ასეა, მამა და შვილო, უწესო კაცები ხართ. ხომ გაიგონეთ, რა თქვა ასინეთამ!“ _ ჭაბუა ამირეჯიბი დათა თუთაშხია
რაიმე ვაკანსია გაქვთ ლანჩხუთში?!

მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 101