ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ახლა დიდებულთათვის კაპიტალიზმია, მასებისთვის კი უღარიბესი სოციალიზმი

ახლა დიდებულთათვის კაპიტალიზმია, მასებისთვის კი უღარიბესი სოციალიზმი
4-04-2022, 16:14

წერე, იკითხე, ილაპარაკე  რამდენიც გინდა, ოღონდაც იყავი  მორჩილი.  მორჩილება თუ არ გინდა, მაშინ ვაი შენი ბრალი.  მორჩილის «დემოკრატია» კი არ არის დემოკრატია.  ამას ბევრი მტკიცება და ბევრი საბუთი არ სჭირდება. ისედაც ცხადზე ცხადია. ახლა ამ ყველაფერს მიემატა ის, რომ თუ გინდა დასაქმებული იყო, უნდა ილაპარაკო ბევრი ტყუილი, ამის მაგალითების მოყვანით თავს არ შევიწუხებ. აგერ არაა სოციალური ქსელები, სადაც პირველ პირთა საოცარი გამონათქვამები ულევად შეიძლება იხილო, რომლებიც არაფრითაა ელემენტარულ რეალობასთან ახლოს. საკუთარი ჭკუით ცხოვრება  ნიშნავს იმას, იჯდე სახლში და ვერაფერი გააკეთო. სხვისი ნებით, სხვისი კარნახით დღეს სოციალურ ქსელში კომენტარებსაც კი წერენ  ადამიანები. გვინდა ვიყოთ თავისუფალი?  დაგვემუქრება უმუშევრობა, თუ გვინდა სადღაც ცარიელ სკამზე დაგვსვან,  უნდა ვილაპარაკოთ ტყუილები, რამდენიმე ადამიანს დავუსვი შეკითხვა,  როგორ ცხოვრობს როცა ყველაფერი გაძვირდა? პასუხმა გამაოცა ვერაფერს ვიტყვი ხომ იცი ხალხს უშვებენ სამსახურიდან და ჩემი ოჯახის წევრი დასაქმებულია. თუმცა მაინც ბევრია ვინც ღიად ლაპარაკობს, მას ჩვენი გამოკითხვებიც მოწმობს.
 რაღაცას იტყვი და ან ნაცად მოგნათლავენ ან ქოცად და ან ალტინფოდო, მითხრა ერთმა.  ახლა ასეთი კითხვა მინდა დავსვა საჯაროდ: გვინდა ნამდვილი დემოკრატია?  ვთქვათ უარი მორჩილებაზე, მაგრამ ჩვენ  ჩვენს ოჯახებს მარტო მოჩვენებითი დემოკრატიით ვერ გამოვკვებავთ, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ დღეს ყველა შიშით ელოდება იმას, სამსახურიდან არ გაუშვან. იცით, მირჩევნია ჩუმად ვიყო, ვიდრე ის 200 ლარიანი ხელფასიც დავკარგოო. ასეთი პასუხი ძალიან ბევრია. სინამდვილეში, სახელმწიფოს მიერ დასაქმებული  ადამიანი მექანიკურად ხდება მისი მონა კაპიკების სანაცვლოდაც კი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო ასაქმებდა ადამიანებს სოციალიზმის დროს, ახლა დიდებულთათვის კაპიტალიზმია, მასებისთვის კი უღარიბესი სოციალიზმი. საშუალო ფენა არ გვყავს. დიდი ამბავია ატეხილი იმაზე, რომ ხალხს ა.ა.იპი-ებიდან ათავისუფლებენ, სამსახურის დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა.  რამდენი ოჯახი დაკარგავს ელემენტარულ შემოსავალს, მაგრამ სინამდვილესაც უნდა გავუსწოროთ თვალი. საჭირო იყო კი ამდენი ადამიანი ამ ორგანიზაციებში? სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების პეციალისტებს ქუჩაში შეხვდებით,  არის კი საჭირო ან ისინი ან სხვა? თუ სოფლის მეურნეობა არ გაქვს, სპეციალისტი რად გინდა? ეს ერთი, თუ ვინმეს კონსულტაციის გაწევა სჭირდება, გაივლის აგერ ნაცნობთან, რომელიც არავის არასოდეს არ დაუსაქმებია და მიიღებს კონსულტაციას, ასეა ეს. რაღაცა თუ ვიცი, არავის ვამადლი, არც მე და არც სხვები რაიმეს სწავლებას, მოკლედ სოფლის მეურნეობის სამსახური თუ გაქვს უნდა გჭირდებოდეს და სპეციალისტი უნდა გყავდეს დასაქმებული. არა, ისეთი მჟავა და ტუტე ნიადაგზე წარმოდგენა რომ არა აქვს. ფაროსანას შეწამვლაზე აჟიოტაჟი რომ იყო, რაღაც საოცარი სისულელეები ამოსდიოდათ პირიდან ზოგიერ დასაქმებულებს.
ვხედავთ, რომ არაფერი ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა რეალურად, რომ ალტერნატივა არსებობდეს გამოდის, რომ ჩვენ, ჯერ კიდევ ნახევრად სოციალისტური ქვეყანა ვართ .
ერთი პატარა რაიონის ლანჩხუთის ბიუჯეტი ამდენ დასაქმებულს რანაირად გაუძლებდა, ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რა ევალება კონკრეტულად. ამ დასაქმების მთავარი არსი მორჩილებაშია.
დილით ჩვენს უბანში სკოლისაკენ  მიმავალი ბავშვები გამოეფინებიან ფერადი ჩანთების თამაშით, ზოგიერთის  მშობელმა არ იცის, რა დაახვედროს სადილად სკოლიდან დაბრუნებულ  შვილს. ეს ის მომენტია, ცაზე რომ აიხედავ და მერე მიწაზე დაიხედავ, სად წახვიდე,  რით იცხოვრო, თაობები მთელი თავისი ახალგაზრდობა ქმნიდნენ თავისი დასაქმების პოტენციალს, ახლა თურმე ასე აღარ ყოფილა, რატომ ვცდილობთ შვილებს ვასწავლოთ? იმიტომ,  რომ მათაც ვერ გამოიყენონ? კი ბატონო, ამდენი განათლებული არ სჭირდება ქვეყანას, მაგრამ საყოველთაოდ ხომ არ უნდა დავყრუვდეთ.
ასე არ უნდა იდგეს  საკითხი,  ვინმეს მუხლის ჩოქვით ეხვეწო დამასაქმეო, უნდა ვიცოდე სად არის ვაკანსია და რას შევეფერები.  ბებიაჩემს ტახი რომ ყავდა დასაკოდი, ვინც ეს იციდა, იმას ეძახდა დამიკოდეო.
რატომ ავურიეთ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ, ქვეყანა დაგვექცია, საკრებულოს სხდომებზე რომ შევდივარ, მცხვენია, რომ ადამიანი ვარ. რას სძახებენ ერთმანეთს, პირდაპირ სოცრებაა. მაგალითად გამოხტება ვიღაცა და წინა მთავრობის წარმომადგენლებს თითს უშვერს! გახსოვს შენს დროს პრემიები რომ აიღეთ? შენ კაი დედმამიშვილო, შენ არ იყავი იმ ხელისუფლებაში დასაქმებული მმართველი პარტიიდან, შენ არ აიღე ის პრემიები? თუ ჩვენ ამნეზია დაგვემართა. მერე მეორე, აჭრელებულია სოციალური ქსელები, ოცნების წარმომადგენლები აზიარებენ სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის ფოტოებს. ამათ სისხლს არ შეგარჩენთო, ემურებიან წინამორბედს. მაშინ სად იყავით, როცა ეს ამბები ხდებადა? მთლად უარესი, უკადრებელი იკადრა საკრებულოს სხდომაზე ერთმა, წინა ხელისუფლების დროს ამ შენობაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს არ უშვებდითო, დარბაზში ბევრმა შოკი მივიღეთ მაშინ იმ ხელისუფლების წარმოამდგენელი არ იყო? თვითონ როდის გააპროტესტა რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შენობაში არ უშვებდნენ. პირიქით არ იყო? ვინც ორ განაწერას დაწერდა, ყველას განსხვავებულს, ქვით მისდებდა, ეს ის მომენტია, როცა სიტყვა ტყვიასავით ბრმაა. ახლა კიდევ  _  ხალხს ასაქმებენ და არავინ აპირაებსო. სადმე სამუშაო ადგილები შეიქმნა? წაძახება- წამოძახებას იმხელა ადგილი უჭირავს დღევანდელ ცხოვრებაში ორი  როსკიპი  ქალის ანეგდოტს გაგახსენებს: დილას რომ წასძახა, უფრო ტუტუცმა მეორეს, ხიდის ქვეშ რომ იყავი კაცთან ერთად დაგინახეო. მეორემ უპასუხა, შენ რას აკეთებდი იმ შუაღამისას იმ ხიდის ქვეშო. აი, ასეთი ამბავია ჩვენ საკრებულოს სხდომებზე და სოციალურ ქსელებში.
დასაქმებაო რომ ვიძახით, რატომ ერთმევა ერთს უფლება, რომელიც საკუთარი გამოცდილებით და შესაძებლობით შეიძლება ბევრ კარგ საქმეს აკეთენდეს და მეორე, რომელსაც სკოლაც არ დაუმთავრებია, რატომ უნდა დასაქმდეს საპასუხისმგებლო საქმეზე, მას ხომ გარკვეული ცოდნა უნდა ჰქონდეს, სხვანაირად არ გამოვა? ვერავინ დამისახელებს ერთ მაგალითს, რომ ცოდნის გარეშე რამე გაკეთდა, ამგავარი ბუნებაში არ არსებობს.
21-ე საუკუნეს თავისუფალი შევხვდებითო, წერდა ცნობილი მოაზროვნე, ვერ შევხვდით ვერც პოლიტიკურად და ვერც შინაგანად, ქვეყანა ეკონომიკურად თავზე გვექცევა და პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უარესი.

            მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 592
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა