ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მარიამ გოგეშვილი ქალთა ფეხბურთის, საყვარელი პროფესიის და მომავლის შესახებ

მარიამ გოგეშვილი ქალთა ფეხბურთის, საყვარელი პროფესიის და მომავლის შესახებ
6-04-2022, 13:09

მარიამ გოგეშვილი სტუდენტია და მუშაობს ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრში.
იგი აგრონომიის ფაკულტეტზე სწავლობს და ამ დარგში მალე დიდ წარმატებებს მიაღწევს თუკი სახელმწიფომაც შეუწყო ხელი. სოფლის მეურნეობაზე, მესაქონლეობაზე, მეფუტკრეობაზე, საჭირო ცოდნა აქვს. მუდამ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ფიქრობს, სამომავლოდ მარწყვის მოშენებასაც გეგმავს. გთავაზობთ ინტერვიუს ამ საინტერესო ახალგაზრდასთან.
_ მოგესალმები მარიამ, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გაეცანით ,,ჰო და არას” მკი­თხველს. სად დაიბადეთ, გა­ი­ზარდეთ, რომელი სკოლა და­ა­მთავრეთ? 
_ მოგესალმებით, მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის! და­ვი­ბადე ლანჩხუთის რაიონში, გავიზარდე სოფ. ნიგოითში, და­ვამთავრე ნიგოითის საშუალო სკოლა.
_ ცოტათი თქვენთვის მტკი­ვნეულ თემას შევეხები, ქსკ ლა­ნჩხუთის ყოფილი ფეხბურ­თელი ხართ, საკმაოდ წარმატებული კარიერა გქონდათ, რა­ტომ დაანებეთ თავი ფეხ­ბურთს?
_ მტკივნეულს არა, ალბათ უფრო ნოსტალგიურს. 10 წლის ვიყავი, როცა ნიგოითის სკო­ლაში ჩემმა სპორტის მა­ს­წავლებელმა, აწ უკვე გარდა­ცვლილმა, ავთანდილ ორმო­ცაძემ შექმნა ქალთა საფეხ­ბუ­რთო გუ­ნდი, რომელიც მაშინ, ძი­რ­ითადად, იქაური ბავშვებით იყო დაკომპლექტებული და ის იყო პირველი ნაბიჯი და საძი­რ­კ­ველი მომავალში ამ დიდი წარმატებისა. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გოგონებს, ასე კარგად კი არა,  საერთოთ თამაში თუ შეეძლოთ. ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა იმ დიდ გამარჯვებამდე მისაღ­წ­ევად. იყო დაცინვა, უსახსრობა, რამდენჯერ საკუთარი ხარ­ჯე­ბით წაგვიყვანა ბატონმა ავთომ შეჯიბრებაზე და რომ არა ის, დღესდღეობით ბევრი კარგი ფე­­­­ხ­ბურთელი არავის ეცოდინებოდა. დადიოდა სოფელ-სო­ფ­ელ, ბავშვებს სახლებში აკ­ითხავდა, მშობლებს თხოვდა, რომ გამოეშვათ შვილები სათ­ამაშოდ. იმ პერიოდში მშო­ბ­ლები, განსაკუთრებით კი დედები დიდ პრო­ტესტს გამოთქ­ვამდნენ სხვა­­­დასხვა მიზეზის გამო, რაც ახ­ლა საკმაოდ სა­საცილოა. შე­მდეგ ბატონი დუ­რმიშხან ჩხა­იძე დაინტერესდა ჩვენით და ბატონ ავთოსთან ერ­თად ჩა­უ­დგა სა­თავეში ჩვენს გუნდს. 7 წლის წინ დაიწყო საქარ­თ­ველოს ჩემ­პიონატი ქა­ლებში, სადაც პირ­ველივე წლიდან ვიღებთ მონაწილეობას და თავიდანვე საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდა. ჩვენი პი­რ­ობებიდან გამომდინარე მე-4 მე-3 მე-2 და 1-ელი ადგილი დავიკავეთ პირველ 5 ჩემ­პი­ონატში. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ყველამ ვიცით. ვიღაც გადარეულმა რაღაც ინატრა და ეს ნატვრა ჩვენი რეალობა გახდა, ლიგაზე 32 საუკეთესო გუნდში მოვხვდით და ეს იყო საოცრება. არ ვიცი რა ქვია იმ გრძნობას, რაც განვიცადეთ. რაც მოხდა შემ­დეგ, ჩემს შემთხვევაში, ამაზეც ვისაუბრებ როდესმე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით ჩემს გოგონებს და ბატონ დურ­მი­შხანს მივულოცო საქარ­თ­ვე­ლ­ოს თასის მოგება და კი­დევ ბე­ვრი წარმატება ვუსურვო მათ.
_ სტუდენტი ხართ, მომავალი აგრონომი, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
_ სოფელში გავიზარდე და სო­ფლის მეურნებასთან ბავშვო­ბიდან მაქვს შეხება. ჩემი ოჯ­ახი წლებია ჩართულია ამ საქმეში. პირველი მიზეზი იმ­ისა, რომ აგრონომობა გადა­ვ­წყვიტე იყო ის, რომ მაინტერესებდა და ვეხმარებოდი ამ სფე­როში მშობლებს, ასევე აგრო­ნომიის ფაკულტეტი იყო უფ­ასო და როცა გაქვს საშუა­ლება ნაკლები ფინანსური და­ნახარჯი მოუტანო ოჯახს, ასევე მოგწონს ეს საქმე, საყოყმანოც არ­აფერია. დღეს ასჯერ უფრო მიხარია, რომ ეს საქმე ავირჩიე, რადგან მქონდა და მაქვს ბედნიერება, გამეცნო არაჩ­ვეუ­ლებრივი ლე­ქტო­რები, რო­მ­ლე­ბიც თავი­ანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არი­ან და ყველანაირად ცდილ­ო­ბენ სტუდენ­ტ­თა დაინტე­რესებას. აქ­აც იყო გარკვეული კუ­რიოზ­ული ,,კეთილის მსურ­­ვე­ლები." რამოდენიმემ რო­ცა გაიგო, რომ ეს პროფესია ავირჩიე, შეშფო­თ­ებულებმა მი­თხ­რეს _ ,,რატომ აირჩიე ეგ სფერო, რად გინდოდა? მთელი ცხოვრება სოფე­ლში გინდა რომ იყო?!" -კი მინდა, რატომაც არაა. თუ მექნება შესაბამისი პირობები, რომ ამ საქმეში მეტი პრაქ­ტიკული ცოდნა მივიღო და განვვითარდე. ჩვენს რეგი­ონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის სფე­­­როში თუ ფინანსებს სწო­რად მივმართავთ და მეტ შრომას გავწევთ. მეტად უნდა დაინტერესდნენ ახალგაზრდები და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი.
_ საკმაოდ დიდი ცოდნა გაქვთ სოფლის მეურნეობის, მეფუტკრეობის, მესაქონლეობ­ის მხრივ. როგორ მოახერხეთ ადრეულ ასაკში ამ მხრივ ამ­დენი ცოდნის დაგროვება?
_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემს ოჯახს დიდი ხანია აქვს შერეული მეურნეობა. 2 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა ფუ­ტკარი მოიყვანა. მას შემდეგ სწავლობდა, უვლიდა და ამრა­ვლებდა ფუტკარს. როცა უკვე წამოვიზარდე, ვცდილობდი მას დავხმარებოდი, დღემდე მახსოვს რამხელა სიხარული იყო, როცა ჩვენმა მეფუტკრემ პატარა ზო­მის ფუტკართან სამუშაო ქუდი მაჩუქა. თავი ძალიან დი­დი და ჭკვიანი მეგონა. საო­ცრება იქ­ნებოდა ამის შემდეგ ამაზე უარის თქმა. მას შემდეგ, რო­გორც კი მამაჩემი ქუდს აი­ღ­ებდა და საფუტკრისკენ წა­ვ­იდოდა, რა საქმე უნდა მქონდა, რომ არ მიმეტოვებინა და უკან არ გავყოლოდი. ისეთი სიმ­შვიდე და ჰარმონია სუფევს საფუტკრეში, ერთგვარი თერა­პიაა იქ მუშაობა, თუ შეიძლება ამას მუშაობა უწოდო. მსხვილფეხა პირუტყვიც ყოველთვის გვყავდა, სადაც დედას ვეხმარებოდი, თუმცა არ დავმალავ, მიუხედავად იმისა, რომ მარტოც მომივლია საქონლისთვის მაინც არ არის საჩემო საქმე. მეხილეობა, მებოსტნეობა ყვავილები და სათბური ცალკე სი­ამოვნებაა. ვერაფერი მამ­შ­ვიდებს ისე, როგორც მცენარეები. საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი საქმეა.
განათლებას რაც შეეხება, ჯერ დილეტანტი ვარ, ძალიან ბევრი რამ მაქვს კიდევ სას­წავლი. სწავლა არასდროს არ უნდა შეწყვიტო, ყოველთვის უნ­და განვითარდე და სიახლეებისადმი მიმღები იყო.
_ დასაქმებული ხართ, ეკო­ნომიკის განვითარების და ინოვაციების ცენტრში. თქვენი სამსახურის შესახებაც რომ მოგ­ვიყვეთ, ძირითადად რას საქ­მიანობთ? რომელი განხრით ხართ?
_ დიახ, ვმუშაობ ა(ა)იპ ეკო­ნომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრში სოფ­ლის მეურნეობის განყოფი­ლე­ბაში. ძი­­რითადად კონსულტაციას ვუ­წევ მოსახ­ლეობას, ვა­ცნობთ ინფორმაციას სხვადა­სხვა პრო­ექტების, გრანტების შესახებ. ვეხმარებით განაცხადების შე­ტანაში, პროექტების წერაში და სხვა მრავალ სა­ქმეში, რაც სო­ფლის მეურნე­ობას ეხება.
გამომდინარე იქედან, რომ პა­ნდემიის გამო სწავლება უნივე­რსიტეტში მიმდინარეობდა ონ­ლაინ რეჟიმში, ხელი არ შე­მ­შლია სამსახურში. რაც შეეხ­ება ოჯახს მყავს არაჩ­ვეუ­ლებრივი მეუღლე, რომელიც მართლა ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ეს ყველაფერი ერ­თდროულად ვაკეთო, თორემ მა­რთლაც შეუძლებელი იქნებოდა.
_ სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ.
_ პირველ რიგში უნივერსი­ტეტის დამთავრება წარმა­ტებით, შემდეგ მინდა საკუთარი საქმის წამოწყება და რაც მთა­ვარია სწავლის გაგ­რძე­ლება, თუმცა ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. სურვილი და მო­ლოდინი დიდი მაქვს, ახლა ამ­ით შემოვიფარგლები. 

ესაუბრა ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 872
FACEBOOK კომენტარები