ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გა­იმ­არჯ­ვ­ებს ამ ომში უკ­რა­ინა, გა­ვიმარჯვებთ ჩვენც!

გა­იმ­არჯ­ვ­ებს ამ ომში უკ­რა­ინა, გა­ვიმარჯვებთ ჩვენც!
4-04-2022, 16:28

ბუქარესტის აეროპორტიდან პირდაპირ ტულჩასკენ უნდა წა­ვ­ი­დე, რაც შეიძ­ლე­ბა სწრაფად. მოხალის­ეე­ბის დახმარებით ვი­პოვე ტრანსპორტი და ჩავალაგეთ ბარგი. ვზი­­ვარ და ველოდები რო­დის გავა დრო. უც­ებ გიჟივით წამოვ­ხტი, ვაღებ მანქანის კარს და ვყვირი არ­ჩილ! ვახო თურმან­იძე  ჩემი ძმა და ოპ­ე­­რ­ა­ტ­ორი უკვე მიეჩ­ვია, რომ ყველა ქვე­ყანაში და ქალაქში ვი­ღაც ნა­ცნობი მყავს, მაგრამ ამ­ჯერად ისეთი სახით იყურება, უეჭ­ველი ფი­ქრობს, რომ გავგიჟდი. მანამ, სანამ არ მივედი და არჩილს არ ჩა­ვეხუტე. რომ და­ვინახე ზუსტად ვიცოდი რა­ტომ იყო იქ.
_ სა მიხვალ?
_ სა წავალ? 
დაახლოებით ასეთი იქ­­ნე­ბოდა ორი გურუ­ლის დიალოგი, თუმცა ამ კითხვას აზრიც არ ჰქონდა. ზუსტად ვიცი სადაც მიდის. 
არჩილ ხოფერია საქ­არ­თველოს ტერიტორ­იული მთლიანო­ბის­თვის წარმოებული ომ­ე­ბის ვეტერანია, ოქ­რო კაცი. ჩვენი უფროსი მე­გობარი. მისი ძმა, ჯა­მ­ბულ ხოფერია აფ­ხ­­­ა­­­ზ­ეთში დაიღუპა რუ­ს­­ე­ბის და სეპ­არატის­ტ­ების ურდოს­თან ბრძო­­ლ­ისას. არჩ­ილი უკრაი­ნაში მიდის, იქ შვილს უნდა ჩა­აკითხოს, რო­მ­ელიც მისი ძმის სახელს ატ­არებს. მამის და ბიძის შემდეგ ახლა ის იბრ­ძვის უკრა­ინაში რუ­სული ფა­შიზმის წი­ნ­ააღ­მდეგ. ალბათ ბე­ვ­რი შეადარებთ ამ ფაქტს ფილმ  ,,ჯა­­­­­­­­­­რი­ს­კა­ცის მა­მ­ას," მაგრამ არ ღირს. არ ღირს იმ­­­იტომ, რომ ფი­ლ­მისგან გა­ნ­­სხვა­ვებით აქ ყვე­ლა­ფერი კა­რ­გად და­­მ­­თა­ვ­რ­დება. ასეთი ხა­­­­ლ­ხი ვართ ჩვენ ქა­რ­­თველები, ცოტა ფი­­ცხი, ცო­ტა ემოციური, ცო­ტა ხი­ს­ტი, მაგრამ ყოვ­ე­ლ­თვის სი­მარ­თ­ლის მხა­რეს მდგო­­მი. გა­იმ­არჯ­ვ­ებს ამ ომში უკ­რა­ინა, გა­ვიმარჯვებთ ჩვენც! თუ გვინდა თა­ვი­ს­უფ­ლება, ყველა მე­თოდით უნდა ვი­ბ­რძ­ოლოთ მის­თვის, ის არ არის უფ­ასო და ხა­ნდახან სა­კ­მაოდ ძვი­რის გა­დახ­დაც გვიწევს მი­სთვის. ბრძო­­ლას ყო­ველთვის აქვს აზრი! 

         გიორგი წეროძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 983
FACEBOOK კომენტარები