ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გამაგრდით ძმებო, თქვენს უკან საქართველოა!

გამაგრდით ძმებო, თქვენს უკან საქართველოა!
28-02-2022, 11:41

დაიწყო...
უკრაინელ ხალხს მიეცა შანსი ბრძოლის ველზე დაამტკიცოს, რომ ღირსია როგორც არსებობის, ისე სახელმწიფოებრიობის. ბრძოლის ველი მათ აძლევთ შანს თავი დააღწიონ სამარცხვინო სტატუს - ქვოს განდევნონ შემოჭრილი ვანდალები და იზეიმონ დიდი გამარჯვება, რაც მინიმუმ ხუთასი წლით ნიშნავს მათი სახელმწიფოებრიობის არსებობას.
მსოფლიოს კოლექტიური დასავლეთის სახით ეძლევა შანსი დაამარცხოს ურდო, დაშალოს და შემდეგ ჩაკეტოს რეზერვაციაში და საბოლოოდ მოუსპოს ამბიციები სხვებზე ბატონობის.
ჩვენ, ქართველებსაც შეიძლება გაგვეხსნეს შესაძლებლობების ფანჯარა და მაშინ უნდა ვივარგოთ.
მივმართავ ჩვენს ძმებს, ქართველებს ვინც ბრძოლის ხაზზეა, ვალს იხდის და საერთო მტერს ებრძვის _ გამაგრდით ძმებო, თქვენს უკან საქართველოა თქვენ გენაცვალეთ! წივილ - კივილი და მოთქმა არ გავიგო.. კოლაბორაციონისტებს - იცოდეთ თალიბანის საბრძოლო ფრთა ყურადღებით გაკვირდებათ და ბრტყლად ლაპარაკის უფლებას მხოლოდ გათხრილი საფლავის წინ მოგცემთ, რომელსაც საკუთარი ხელით გაგათხრევინებთ.                                              

                                                        არჩილ ხოფერია

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 603
FACEBOOK კომენტარები