ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ეპოქას ლანჩხუთში

ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ეპოქას ლანჩხუთში
28-02-2022, 11:55

მე-3 საჯარო სკო­ლ­აში ვსწავ­ლობდი. შემ­დეგ ლანჩხუთის პირ­­ვ­ელ საჯაროში, შუხუთის საჯა­როში და ბოლოს სას­ულ­იერო სკოლა და­ვ­ამთავრე. 
მინდა თითოეული სკ­ოლის, დი­რექტორის და მასწავლებლის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო, საუკეთესო პედაგოგები და დირექტორები არიან, მაგრამ ახლა მინდა დავწერო ქალბატონ რუსუდან ზენაიშვი­ლზე.
როცა სასულიერო სკოლაში  გადავედი, მაშინვე ამიხსნეს წესები: არა მოკლე კაბა, მხოლოდ ფორმა; არა მანიკური, არა საყ­ურე, არა ბეჭედი და არა თმის შეღებვა… მითხრეს, რომ არაფერი არ გაჭრის რუსუდან მასწავ­ლ­ებელთან, მთლად რომ მისი შვილი იყოო. ყველას გვეშინოდა, ხათრი გვქონდა, პატივისცემა; ყველა ამბობს, რომ როგორი სკოლაც ჰქონდა ქალბატონ რუსუდანს, მსგავსი საქართველოში არ იყო. ახლა ვხვდები, რომ მისი პრინციპი იყო, ბავშვი მსგავსებოდა ბავშვს. 
მახსოვს ამ წესების მიუხედავად შევიღებე თმა. სანამ საღებავი არ გადავიდა, მანამდე თავსაფრით დავდიოდი სკოლაში. 
მიხარია, რომ საუკეთესო კლას­ები აღზარდა ქალბატონმა რუსუდანმა. მაშინ კი არ მომწონდა ის სიმკაცრე, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან საჭიროდაც კი ვთვლი მსგავსს სიმკაცრეს სკ­ო­ლებში.
სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი, ნაადრევად წავიდა ასეთი ად­ამიანები ქმნიდნენ ეპოქას ლან­ჩხუთში.

ნინია ბარამიძე 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 759
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა