ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ოთარ ჩხაიძე- მაღალი პასუხისმგებლობა და ერთგულება!

12-08-2020, 12:32

,,ჰო და არას’’ გალერეა წარმოგიდგენთ კომუნიკაბელურ, გაწონასწორებულ. თავისი საქმის პროფესიონალს, გამორჩეულს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით,  კეთილშობილ პიროვნებას-ოთარ ჩხაიძეს. ,,ჰო და არა’’ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს: გაზეთის მკითხველებს გააცანით თქვენი მოკლე ავტობიოგრაფია.  
დავიბადე 1953 წელ  სოფელ მამათში. აქვე დავამთავრე მამათის საშუალო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტში-საინჟინრო-მექანიკურ ფაკულტეტზე.ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავბრუბდი ჩემს საყვარელ სოფელ მამათში და მუშაობა დავიწყე ინჟინერ-მექანიკოსად. მალე გადამიყვანეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამმართველოში ტექნიკური ზედამხედველობის უფროსად. რმდენიმე ხანში სოფლის მეუნეობის სამმართველო გადაკეთდა აგროსამრეწველო გაერთიანებად და ვიმუშავე ამ გაერთიანების ერთ-ერთ მოადგილედ. ამ სამმართველოში დავყავი დაახლოებით 5 წელი.  მალე გადამიყვანეს სოფლქიმიის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარედ.  დავინიშნე აგროფირმა ,,თაიგულის‘’ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ, შემდეგ გენერალურ დირექტორად.  ვმუშაობდი თბილისის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური რესურსების რეგულირების სამმართველოს უფროსად. ამის შემდეგ დავბრუნდი ლანჩხუთში და მუშაობა დავიწყე ,,მაგთიკომის’’ ოფისის მენეჯერად. ვიყავი საფეხბურთო კლუბ ,,გურიას’’ აღმასრულებეელი დირექტორი. ამის შემდეგ გადავედი ლანჩხუთის ა(ა)ი.პ. ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრში მთავარ სპეციალისტად, სადაც დღემდე ვმუშაობ.
-ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც რეკომენდაცია გაგიწიეს ამ თანამდებობაზე სამუშაოდ?
ეს შესანიშნავი ადამიანები იყვნენ ქრისტეფორე ჯორბენაძე და ილია ურუშაძე, რომლებსაც ძალიან ვაფასებ.
-გაგვაცანით თქვენი ოჯახი?
მყავდა მეუღლე -მარინა მელაძე პედაგოგი, რომელიც გარდაიცვალა 2002 წელს.
ამჟამდ მყავს მეორე მეუღლე- ლია კვიტაიშვილი. 
მყავს შვილები: თამარ და იოსებ ჩხაიძეები.
შვილიშვილები: ნიკოლოზ კოპალიანი და იოსებ ჩხაიძე.
- გაქვთ თუ არა ყანა და ისარგებლეთ თუ არა სახელმწიფო პროგრამით გამოცემული ვაუჩერით?
-სოფელში მაქვს ყანა და ვაუჩერითაც ვისარგებლე, გარდა ამისა მაქვს თხილის პლანტაცია. წელს ფაროსანა ძალიან ნაკლებია და მოსავალსაც არა უშავს.
-ამჟამად სამსახურში რით ხართ დაკავებული?
მთელი პასუხისმგებლობით ჩაფლული ვარ სამსახურის მიერ მინდობილ ჩემს სამუშაოში. ვეცნობი და ვაცნობ ფერმერებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ახალ -ახალ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს და თვალყურს ვადევნებ მათ დანერგვას სოფლის მეურნეობაში.  ვეხმარები ჩემი გამოცდილებით ადამიანებს ახალი ინოვაციების დანერგვაში. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მთელი გულიყური გადატანილი მაქვს ამ საქმიანობაზე. 
-სახვადასხვა წარმოებებში მუშაობის დროსვინ იყვნენ ის ადამიანრბი,რომლებიც თქვენს ვგვერდით მუშაობდნენ და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ერთად იზიარებდით, ხომ ვერ დაასახელებდით რამდენიმე მათგანს?
სოფლისმეურნეობის სამმართველოში მუშაობისას იყვნენ: 
ნიკოლოზ გუჯაბიძე, დავით ტიკაძე,სოფლქიმიაში: ლევან იმნაძე,აგროფირმა ,,თაიგულში’’ გოგი ურუშაძე, ზურიუთავართქილაძეი თავართქილაძე, ოთარი ფრანგულაშვილი,მერაბი ჩხაიძე და სხვები.
-ბოლოს რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს მომავალში?
ძალიან მინდა ჩემი ქვეყანა ახლო მომავალში იყოს  გამთლიანებული და ეკონომიკურად გაძლიერებული. ემიგრანტები დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში,  იყოს მრავალი სამუშაო ადგილი და ხალხის ცხოვრების პირობები გაუმჯობე სებული ყოფილიყოს. ასევე  პანდემიის გაქრობას არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას.
რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 942
FACEBOOK კომენტარები