ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ლეგენდარული "გურიას" ფეხბურთელი ვიქტორ ხლუსი.
ვიქტორ ხლუსი "გურიაში" გუნდის აღმავლობის დროს თამაშობდა, როდესაც გურია საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაირიცხა.
"გურიას" ლეგენდარული ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ეწვია მონატრებულ ლანჩხუთს.
ლანჩხუთელებმა ფეხბურთელს შესაშური მასპინძლობა გაუწიეს.
ლანჩხუთის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ჩხაიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძემ და ბავშვთა საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა თემურ ალექსაიამ სტუმარს საფეხბურთო აკადემია დაათვალიერებინეს.
ნანახმა ყოფილი ფეხბურთელი აღფრთოვანებაში მოიყვანა.
სტუმარმა ასევე ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონიც მოინახულა.
შეხვედრის დასასრულს ვიქტორ ხლუსმა ალექსანდრე სარიშვილს სიმბოლური საჩუქარი, უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა.
ვიქტორ ხლუსი ლანჩხუთიდან დიდი გეგმებითა და უახლოეს ხანებში კვლავ შეხვედრის იმედით გაემგზავრა
გურიას ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ხლუსი სტუმრად ლანჩხუთში
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 1 100