სანამ დღის წესრიგი დამტკიცდებოდა, თავმჯდომარე გოგი ხელაძე დამსწრეებს (დარბაზში თითქმის ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი თუ სხვა სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ) აღდგომის ბრყინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცა და წარმატებები უსურვა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებმა სულ რიხინ-რიხინით ჩაიარეს და ჯერი მე-6 საკითხზე მიდგა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასებას ეხებოდა. საკითხი გამგებელმა ზაზა ურუშაძემ წარმოადგინა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დეტალურად ისაუბრა თუ რა თანხები შემოვიდა გასულ წელს ბიუჯეტში და რა თანხების გახარჯვა მოხდა სამსახურების მიხედვით. ზაზა ურუშაძე: `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2015 წელს მობილიზებულია სულ შემოსავლები საგადასახადო, არასაგადასახადო და არაფინანსური აქტივების კლებიდან 2384.4 ათ. ლარი ანუ გეგმა შესრულებულია 102.4%-ით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეული იქნა 19 მილიონი ლარის ხარჯი; მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე მიმართულია 1534.1 ათ. ლარი, ბიუჯეტით გაწეული ხარჯების 8.0%-ი, შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე 130.8 ათ.ლარი გაწეული ხარჯის 0.7%, მივლინების ხარჯების დაფინანსებაზე 5.3 ათ. ლარი, ოფისის ხარჯების დაფინანსებაზე 246.1 ათ. ლარი, /ხარჯის 1.3%/, წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებაზე 14.9 ათ.ლარი, ტრანსპორტის მოვლა შენახვის ხარჯებზე 143.6 ათ.ლარი /ხარჯის 0.8%/, სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯებზე 246.3 ათ.ლარი /ხარჯის 1.3%/, არაფინანსური აქტივების ხარჯვაზე მიიმართა 10461.4 ათ.ლარი /ხარჯის 54.7%/, სუფსიდირების წესით დაფინანსებაზე მიიმართა 5658.5 ათ.ლარი /ხარჯის 29.6/, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის დაფინანსებაზე მიიმართა 318.2 ათ.ლარი /ხარჯები 1.7%/, სხვა ხარჯების მუხლით გაწერილია 45.0 ათ. ლარი /ხარჯები 0.2%/, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირებისათვის გაწეული იქნა 662.6 ათ.ლარის ხარჯი ანუ ბიუჯეტით გაწეული ხარჯის 3.5%, მუნიციპალიტეტის გამგეობის ფუნქციონირებისათვის გაწეული იქნა 1426.4 ათ. ლარი ბიუჯეტის ხარჯების 7.5%, სახანძრო დაცვის სამსახურის დაფინანსებაზე გაიხარჯა 311.5 ათ. ლარი ხარჯების 1.6%, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინასებაზე მიიმართა 116.2 ათ. ლარი ხარჯების 0.6%, ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალური შენობა ნაგებობებში დახარჯული წლის გადასახადი შეადგენს 0,8 ათ. ლარს, გარე განათების მოვლის ღონისძიებაზე მიიმართა 204.5 ათ. ლარი ხარჯების 1,1%, დასუფთავების და ნარჩენების გატანაზე მიიმართა 492.0 ათ. ლარი ხარჯების 2.6%, გარე განათებაზე გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯზე მიიმართა 125.9 ათ. ლარი ხარჯების 0,7%, სოც. კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაზე მიიმართა 46.9 ათ. ლარი ხარჯების 0,2%, რელიგიის მხარდაჭერის პროგრამაზე მიიმართა 55.0 ათ. ლარი ხარჯების 0,3%, ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის შენახვაზე გახარჯულია 153.4 ათ. ლარი ხარჯების 0,8%, ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრი დაფინანსდა 1549.9 ათ. ლარი ხარჯების 8.1%, ა(ა)იპ ლანჩხუთის სპორტული ცენტრის დაფინანსებაზე 374.5 ათ. ლარით ხარჯების 2,0%-ი, ა(ა)იპ მუნიციპალური საფეხბურთო კლუბი `გურიას~ დაფინანსება 1510.0 ათ. ლარია ხარჯების 7.9%, ა(ა)იპ ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დაფინანსება 134.0 ათ. ლარი შეადგინა ხარჯების 0.7%, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გოგონათა ექსპერიმენტული სარაგბო-საფეხბურთო სკოლის დაფინასება 61,0 ათ. ლარი ხარჯების 0,3%-ი, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება დაფინანსდა 903,8 ათ. ლარი ხარჯების 4,7%-ი, ა(ა)იპ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებაზე გაიხარჯა 122,5 ათ. ლარი ხარჯების 0,6%, ა(ა)იპ ლანჩხუთის მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის დაფინასებაზე გაიხარჯა 73,9 ათ. ლარი ხარჯების 0,4%, სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართა 335,9 ათ. ლარი ხარჯების 1,8%, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების დაფინანსებაზე გაიხარჯა 10418,7 ათ. ლარი ბიუჯეტით გაწეული ხარჯების 54,7%. მათ შორის ნაპირსამაგრი სამუშაოებზე მიიმართა 2549.5 ათ. ლარი; გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 3603,4 ათ. ლარი; ხიდების მოწყობის სამუშაოებზე 937,9 ათ. ლარი; არასაცხოვრებელი ბინათმშენებლობის (გრიგოლეთის ბაზა) სამუშაოებზე 370.3 ათ. ლარი; სკოლამდელი დაწესებულებებისათვის მშენებლობა რეაბილიტაციაზე მიიმართა 949.5 ათ. ლარი; წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 777,0 ათ. ლარი; ბიბლიოთეკის კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე მიიმართა 9.7 ათ. ლარი; საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე 143.1 ათ. ლარი; სოფლის მხარდაჭერის დაფინანსებაზე მიიმართა 817.1 ათ. ლარი; კეთილმოწყობის სამუშაოებზე მიიმართა 261.2 ათ. ლარი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული შესყიდვების გეგმის ჯამი შეადგენს 547840 ლარს, ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსებული შესყიდვების გეგმის ჯამი შეადგენს 10609672 ლარს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონეტარული ზღვარის გათვალისწინებით წლის განმავლობაში სულ გამოცხადებული იქნა 47 ტენდერი, არ შემდგარი ტენდერების რაოდენობა შეადგენს 9, უარყოფითი შედეგით დასრულდა ორი ტენდერი. ტენდერების შედეგად მიღებული იქნა 2480520 ლარის ეკონომია. ტენდერის საშუალებით გაფორმებული იქნა 34 ხელშეკრულება. სულ 2015 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ გაფორმებული იქნა 355 ხელშეკრულება~. `რაც არ უნდა მწარე კითხვა იყოს, მზად ვარ გიპასუხოთო~ _ განაცხადა გამოსვლის ბოლოს გამგებელმა.ურუშაძის გამოსვლის შემდეგ, კითხვები ხომ არ გაქვთ, ან გამოსვლა ხომ არ გსურთ ვინმესო _ იკითხა გოგი ხელაძემ.მიკროფონთან ომარი გოგიჩაიშვილი მივიდა: `ცნობილი გახდა აუდიტის დასკვნა, რომელიც ა(ა)იპ-ებში რიგ დარღვევებზე მიუთითებს. ძალიან მაინტერესებს დადგება თუ არა მათი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი?!~ზაზა ურუშაძე: `ბევრს საუბრობენ ამ აუდიტის შესახებ. ის კაცი ჩემი შორებელი კი არ არის, მამათელია წარმოშობით, მაგრამ ერთხელაც არ დამირეკია და არ მითქვამს, რომ რაიმე შეღავათი გაეკეთებინა. იყო პრობლემა `გურიას~ ა(ა)იპ-თან დაკავშირებით. მისმა მთავარმა ბუღალტერმა 8 ათასამდე ლარი გადაირიცხა პირად ანგარიშზე. ეს საქმე ჩვენ გადავეცით პროკურატურას. როგორც ვიცი მოკვლევა ტარდება. მან ეს თანხა უკან დააბრუნა. ეს პრობლემა გასწორდა. აუდიტორმა გვითხრა, რომ დასკვნა დაწერა 11 აპრილს და თქვენმა ა(ა)იპ-ებმა ინფორმაცია დროულად არ მოგვაწოდესო. ჩვენები ამბობენ, რომ დროულად გადასცეს მასალები. ერთგვარ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. აიდიტორმა თუ გვიან მიიღო ინფორმაცია და დასკვნა დაწერილი ჰქონდა, იქვე მიეთითებინა, რომ დაგვიანებით, მაგრამ მომაწოდესო. ჩვენ არავის მიმართ არ ვიქნებით ლოალულები. თუ საპროკურატოროა რამე, არც ამაზე დავიხევთ უკან. მოსახსნელია, გავუშვებთ სახლში. აქ არიან ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები და რომელიმემ თქვას, რომ მათ საქმიანობაში ვერევი ან ვინმე ჩემი ნათესავი დავასაქმებინე. ვერავინ იტყვის ამას. სადაც დარღვევები იქნება ყველას სახლში გავუშვებ.~ფრაქცია `ლანჩხუთი ევროატალანტიკური მომავლისათვის~ თავკაცმა ელგუჯა ჩხაიძემ განაცხადა, რომ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ფრაქციამ იმსჯელა და მათი დასკვნა წერილობით დაურიგდათ კოლეგებს. ჩხაიძის განცხადების შემდგომ ფრაქციის წევრებმა სხდომა დემონსტრაციულად დატოვეს, რასაც დარბაზში რეპლიკა მოჰყვა: `ასე უსიტყვოდ დატოვეს სხდომა, ეს რა ბედნიერებაა.~`დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა. 2015 წლის ბიუჯეტის შესრულება უმრავლესობამ დადებითად შეაფასა. არადა, აუდიტი მას პირობითად აფასებს. ჩვენმა ფრაქციამ აუდიტის დასკვის საფუძველზე უარყოფითი შეფასება მისცა და დავიწყეთ გამგებლის გადაყენების პროცედურების ჩატარება. ჩვენთვის ყველაფერი გასაგები დარჩა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვეთ. კორიდორში სუს-ის მიერ მობილიზებული იყო ზონდერ ჯგუფი ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებიდან, რომლებიც ელოდნენ მომენტს, ჩვენზე თავდასხმისთვის, მაგრამ მათ ამის საბაბი არ მივეცით. დაცვამ მათი იქ ყოფნა ხელფასების გაზრდის მოთხოვნის მიზეზით ახსნა. საინტერესოა, გააგრძელებენ მოთხოვნებს?~ _ ასეთი განცხადება ელგუჯა ჩხაიძემ სხდომის დასრულების შემდგომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.ურუშაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში საკრებულომ დაამტკიცა, თუმცა საკითხის კენჭისყრისას მცირედი შელაპარაკება მოხდა უმრავლესობის წევრს დეპუტატებს ია ჩხაიძესა და რომან ბიწაძეს შორის. ბიწაძემ საერთოდ უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რასაც დაუშვებლად მიიჩნევდა ჩხაიძე. `შენ როცა გინდა უჭერ მხარს, როცა გინდა არა. ასე როგორ იქნება~ _ ურეპლიკეს უმრავლესობის ფრთიდან თანაგუნდელს.`როგორ მიმეღო ამ კენჭისყრაში მონაწილეობა, როცა თავის დროზე ბიუჯეტის პროექტისთვის ხმა არ მიმიცია. ის, რაც თავშივე არ მომწონდა, ახლა როგორ მოვიწონო ან დავიწუნო?!~ - გაიკვირვა რომან ბიწაძემ.საკრებულოს თავმჯდომარემ კი განაცხადა: `დღეს მძიმე დღეა, მარხვაა და რამდენიმე დეპუტატის რჩევა იყო, რომ `სხვადასხვა~ აღარ განვიხილოთო~. ხელაძის ინიციატივას დეპუტატები დაეთანხმნენ და სხდომაც დასრულდა.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0