ამის შესახებ განცხადება საკრებულო ეთიკის კომისიის თავკაცმა რომან ბიწაძემ გააკეთა. როგორც ბიწაძე ამბობს, `ფრაქციის შექმნა ამ დრომდე იმიტომ არ მოხერხდა, რომ გარკვეული პრობლემები გახლდათ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოგვარდა და საკრებულო ცნობად იღებს ამ ფაქტს. ასევე შემოსული იყო საკრებულოს წევრის, ომარი გოგიჩაიშვილის წერილი, რომელიც ითხოვდა განმარტებას თუ რამდენად კანონიერად იქმნებოდა ფრაქცია. ეს განცხადება მე დამეწერა და მინდა განვაცხადო, რომ საკრებულო საგამოძიებო ორგანო არ არის, რომ ეს თემა მოიკვლიოს, რადგან ეს არის პარტია `პატრიორტთა ალიანსის~ შიგა სამზარეულო და მათ უნდა გაარკვიონ, როგორ შეიძლება მათი წევრები სხვაასხვა ფრაქციებში გადანაწილდნენ.~ ფრაქციას, როგორც ცნობილია, ნონა მურვანიძე უხელმძღვანელებს. წევრები: ელისო ჭიჭინაძე და დარეჯან ბურჭულაძე იქნებიან.`ჰო და არასთან~ საუბარში ნონა მურვანიძე ამბობს, რომ ფრაქცია იქნება ოპოზიციური. `ჩვენ ვიქნებით საკმაოდ აქტიურები და ვიმუშავებთ იმ პრობლემებზე, რომელიც მრავლად დგას ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე. ჩვენი ფრაქცია მარტო ფრაქციისთვის არ შეიქმნა. ვიქნებით ოპოზიცური, ოღონდ კონსტრუქციული და ჩასაფრების პოლიტიკით არ ვიმოქმედებთ. ვაპირებთ რამდენიმე საინტერესო ინიციატივის გახმოვანბას, რომელიც ძირითადად სოციალური კუთხით იქნება. ვნახოთ დეპუტატობის დარჩენილი ვადა რის საშუალებას მოგვცემს. რაც შეეხება სახელწოდებას – `ქალები პოლიტიკაში~ ეს რჩება და მასში ჩვენ ვერანაირ დისკრიმინაციას ვერ ვხედავთ~. `ჰო და არას~ ინფორმაცით, ფრაქციაში შესვლას აპირებს ომარ გოგიჩაიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი თანაპარტიელი თუ ფრაქციაში გაწევრიანდა, ის უხერხულ სიტუაციაში არ უნდა აღმოჩნდეს და ახალ ფრაქციას უერთდება ერთი პირობით, ფრაქციის სახელი უნდა შეიცვალოს და ეწოდოს: `მეტი ქალი პოლიტიკაში~. გოგიჩაიშვილის ფრაქციაში შესვლაზე წინააღმდეგი არც მისი წევრები არიან, მაგრამ სახელის შეცვლას არ ეთანხმებიან.ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ახალი ფრაქცია ჯერჯერობით, ოთახის გარეშეა, თუმცა მისი მესვეურები ამბობენ, ეს საკითხი მოგვარებადია: `დღეს ოფიციალურად დავრეგისტრირდით. ოთახი არ გვაქვს, მაგრამ იმედია მუშაობის საშუალება გვექნება და ეს საკითხი მოგვარდება. ბევრი ეცადნენ, რომ ხელოვნული ბარიერები შეექმნათ, მაგრამ ყველა დაბრკოლება გადავლახეთ~.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0