ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა გვჭირდება და რა მივიღეთ?!

რა გვჭირდება და  რა მივიღეთ?!
27-10-2017, 09:28

,,ქართული ოცნების“. მოსახლეობაში ჩამოვლის დროს, ზოგიერთი ქვებით მომსდევდა, ზოგი ცოცხით, ზოგიც კიდე ხელჯოხით. მიზეზად ასახელებდნენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ისინი დაღუპა და საერთოდ არაფერი გაუკეთა მოსახლეობას. თუმცა, ქალბატონმა ნინომ იმხელა სხვაობით მოიგო, რომ დაჯერება გამიჭირდა. იგივე განმეორდა წელსაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ გავიგე რა მოხდა. სავარაუდოდ, ნაციონალები და ოცნება გაერთიანდა, მმართველი პარტიის შეხვედრაზე იმდენი ნაციონალი იყო, რომ მიშა სააკაშვილის აქციაზე გეგონებოდათ თავი. ასე შორს ვერ წავალთ, ეს ნამდვილად ვიცი. ,,ქართული ოცნება“გამოგზავნის ნაირნაირ კანდიდატებს-ახალგაზრდებს, ლამაზებს, ისინი ათასგვარი დაპირებებითა და ჰაერში გამოკიდული პროგრამებით გვახვევენ საკუთარ აზრებს. არჩევნების შემდეგ მათი კვალი საერთოდ არ ჩანს, ნათელი მაგალითია ნინო წილოსანი. ის კი არადა, წილოსანის საარჩევნო კამპანიის დროს კოორდინატორებს, რომლებმაც მაღალი პროცენტები დადეს, კარგი ანაზღაურება მიეცათ, ხოლო იმათ ვისაც ჩავარდნა ჰქონდათ მხოლოდ 7-7 ლარი გადაუხადეს. რაც მართალია, პლაკატები კი დარჩათ, რათა სახეზე მაინც არ დაავიწყდეთ. ესენი წამოსხდებიან კომფორტულ სავარძლებზე და ფიქრობენ თავიანთი ჯიბეების გასქელებაზე, ხალხზე კი არავინ ზრუნავს. ქალაქ ლანჩხუთის მდგომარეობა ნაკლებად რომ ვინმეს შეეხარბოს, სიტუაცია ყველა სფეროში მძიმეა. შორს რომ არ წავიდე, მოგახსენებთ იმ პრობლემის შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად ვუყურებ: ჩემი სახლის წინ, წვიმების შედეგად სანიაღვრე არხი პირდაპირ შუა ქუჩაზე გახლავთ გაყვანილი, არც წყალი მოგვეწოდება. სირცხვილი არ არის 21-ე საუკუნეში გზის და წყლის პრობლემებზე საუბარი? ადამიანები ფეხსაცმელებს გზადაგზა ტოვებენ. ეს არის ჩვენი რეალობა მეგობრებო!ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ვთვლი რომ მომავლის იმედად მოგვიწევს დარჩენა, ეს დრო როდის დადგება კაცმა არ იცის. ცხადია შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს წერილი ყველასთვის მოსაწონი იქნება, თუმცა აუცილებლად უნდა დამეწერა ჩემი გულისტკივილის შესახებ. ნებისმიერ დროს გამოვხატავ ჩემს აზრს ყოველგვარი შიშის გარეშე, ბევრისგან განსხვავებით.გოჩა პაპავა

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა