სადაც მთელი ქვეყნის საუკეთესო კარატისტებმა მოიყარეს თავი. 250 მონაწილეთა შორის 21 ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი იყო და ტრადიციისამებრ, საკმაოდ კარგი შედეგითაც გამოირჩნენ ჩვენებურები ამ ტურნირზე. მანუჩარ ჩხაიძის, ლაშა ბერიძის, მერაბ თურქიასა და შოთა ღლონტის მიერ დამოძღვრილებმა მთლიანობაში სამი ოქრო, ამდენივე ვერცხლი და რვა ბრინჯაო მოიპოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ქუთაისი ოუფენის" მთავარი მსაჯი მერაბ თურქია იყო, ხოლო მანუჩარ ჩხაიძესა და ლაშა ბერიძეს სხვადასხვა ორთაბრძოლების მსაჯობა ანდეს. ტურნირის გამარჯვებულები შეიქნენ: 8-9 წლიან ასაკობრივ ჯგუფში ზურა ბერიძე, 12-13 წლიანებში - ლიზი თურქია, ხოლო 14-15 წლიანებში გიორგი ჩხაიძემ ტოლი არავის დაუდო და ტურნირის ჩემპიონიც გახდა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ რამდენიმე დღის წინ შეიცვალა ასაკი და ახალ ჯგუფში მაშინვე ლიდერად მოგვევლინა, რითაც ამ ასაკში განიმტკიცა საქართველოს ნაკრების კანდიდატობა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს: მერაბ ლომაძე, ანა პატარაია, ლუკა იმნაძე. ლაშა ჩხაიძე, ლუკა დუმბაძე, კოკა ჩავჩიძე, გიორგი ზენაიშვილი, ბათა დუმბაძე, აკაკი პატარაია, საბა ჭელიძე, ნიკა დარჩია _ ბრინჯაოს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სპორტსმენისთვის ეს პირველი მედლებია, რაც იმის დადასტურებაა, რომ კარგი და პერსპექტიული ცვლა მოდის. ლანჩხუთელ კარატისტთა თავკაცი, მერაბ თურქია ქუთაისური მონაგარით კმაყოფილია და სამომავლოდ ასეთივე მიღწევების იმედი აქვს. უახლოეს დღეებში ჩვენი კარატიოსტები ფოთის საერთაშორტისო ტურნირზე გამოვლენ, შემდგომ ბათუმში შედგება შეჯიბრება, ხოლო ივლისის თვეში თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში მიირებენ მონაწილეობას.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0