რომელიც 16 ივნისს გაიმართა მისმა თავკაცმა გოგი ხელაძემ დამსწრე საზოგადოება ამხანაგურ მატჩზე მიიპატიჟა, რომელიც სოფელ გვიმბალაურში მდებარე სტადიონზე საღამოს 6 საათზე იყო დაგეგმილი გამგეობისა და საკრებულოს წევრებს შორის. `მართალია, დღეს ყველას ყურადღება საფრანგეთისკენ არის მიპყრობილი, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში, მაგრამ ცოტა ხნით თუ დროს გამონახავთ და ჩვენს ამხანაგურ პაექრობას იხილავთ, მადლობელი ვიქნებითო~ _ განაცხადა აღნიშნული სესიის დასასრულ საკრებულოს თავკაცმა. მართლაც, გვიმბალაურში მდებარე სტადიონზე 18 საათისთვის დაიწყეს შეკრება გუნდებმა და მათმა გულშემატკივრებმა. მიუხედავად ძლიერი წვიმისა მატჩი მაინც შედგა. გამგეობის გუნდს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე კაპიტნობდა, ხოლო საკრებულოს გიორგი ჩახვაძე (ეკონომიკის, ქონების და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა კომისიის თავკაცი). შეხვედრა 20-20 წუთიანი ტაიმებისგან შედგებოდა, რომელშიც გამარჯვება გამგეობის გუნდმა 4:1 მოიპოვა _ დათო სულაქველიძის დუბლს, თორნიკე ნაკაიძის და ზურიკო ცინცაძის გოლებს საკრებულოდან ევიკო ჩიჩუამ ერთით `უპასუხა~. მატჩს თემურ გობრონიძე მსაჯობდა. საკრებულოს კარის დაცვა ოპოზიციონერ ელგუჯა ჩხაიძეს ანდეს, რომლის ყოჩაღობა რომ არა, გამგეობა უფრო დიდი ანგარიშითაც დაამარცხებდა მეტოქეს. ჩხაიძეს ეს გარჯა დაუფასდა კიდეც და მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზიც გადასცა საკრებულოს წევრმა დარეჯან ბურჭულაძემ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეტოქეობა მოუწიათ ძმებს: ზაზა და კახა ურუშაძეებს. ერთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გამგეობის გუნდს კაპიტნობდა, ხოლო მეორე საკრებულოს შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამგებელსაც ერგო პრიზი, რომელიც საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა, ია ჩხაიძემ გადასცა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, მატჩს ქომაგები არ აკლდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ საკრებულოს ქალბატონი წევრები, რომლებიც მატჩზე პლაკატებით იყვნენ მოსულები და კოლეგებს შეძახილების ამხნევებდნენ.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0