საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებდა 25 ქვეყნის 2000–მდე სპორტსმენი. 7 სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში ჩატარდა შეჯიბრი და სემინარები. სემინარს კარატეში მსოფლიოში სახელგანთქმული ოსტატი, შავი ქამრის და მე–8 დანის მფლობელი, შიხანი სადაშიგე კატო ატარებდა. აჭარაში სპორტის და კონკრეტულად კარატეს მხარდაჭერის მისიით იმყოფებოდა ყატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანი. უშუალოდ ტურნირი 20–22 მაისს გაიმართა და მისი სტატუსი იყო WORLD CUP, ანუ მსოფლიო თასი კარატეში. შეჯიბრი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და კონკურენციაც ძალიან დიდი გახლდათ. მას სტუმრის რანგში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ესწრებოდნენ. ბათუმში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 15–მა კარატისტმა იასპარეზა და ჯამში 9 მედალი მოიპოვა: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ლანჩხუთელ კარატისტთა წარმატებული გამოსვლის შესახებ ჰო და არას~ კარატე–დოს გურიის ფედერაციის თავკაცი და ჩვენებურთა ერთ–ერთი მთავარი მწვრთნელი მერაბ თურქია ესაუბრა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენმა კარატისტებმა 6 ფინალი ითამაშეს და 4 მოიგეს. ასევე გუგა ივანაშვილმა დაამტკიცა, რომ ეროვნული ნაკრების ღირსეული წევრია: მან 2 წონა მოიგო, ზედიზედ 8 ბრძოლა ჩაატარა და აჩვენა, რომ შესანიშნავ ფიზიკურ და ტექნიკურ ფორმაშია. გუგამ გაინაღდა ადგილი ნაკრებში და 1–5 ივნისს თურქეთის ქალაქ იზმირში გაემგზავრება, სადაც ევროპის რეგიონალურ ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნულ პრიველობაზე მეც ვარ მიწვეული მთავარი მსაჯის ამპლუაში.~ ჩვენი ბიჭების შედეგით რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ 2000–მდე სპორსმენი იყო პირველობაზე და 4 ოქროს მედალი მოვიპოვეთ. ასეთი შედეგი ამ დონის ტურნირზე ჩვენს გუნდს ერთად არასდროს ჰქონია. ჩვენი რაიონმა უნდა იამაყოს, რომ სახელოვან წარმატებებს კიდევ 4 ოქროს მედალი შეემატა, თანაც მსოფლიო თასის. 25 ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩამოსული და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წარმატებულები არიან. ასევე უნდა ვთქვა, ვერცხლის მედალოსნებსა და მესამე ადგილოსნებზეც. მათი შედეგიანობაც თვალშისაცემია.~ _ დასძინა ჩვენთან საუბარში მერაბ თურქიამ. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ანრი ჩხარტიშვილი, გუგა ივანაშვილი (2 მედალი), ნიკა ჩხაიძე; ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ანა დუმბაძე და გიორგი ჩხაიძე; ბრინჯაოს დასჯერდნენ: გიორგი ზენაიშვილი, ბათა დუმბაძე (2 მედალი). გუნდი მოამზადეს: მერაბ თურქიამ (ის ტურნირის ერთ–ერთი მთავარი მსაჯიც გახლდათ), ლაშა ბერიძემ და მანუჩარ ჩხაიძემ.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0