ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

წინა წლების კვალდაკვალ, კარატისტების რვა მედალი!

წინა წლების კვალდაკვალ, კარატისტების რვა მედალი!
31-01-2018, 10:12

ქალაქ თბილისში, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ეგიდით გაიმართა ღია ტურნირი კარატეში "პრეზიდენტის თასი".ტურნირზე მთელი საქრთველოს 300-მდე სპორტსმენი იყო წარმოდგენილი.შეჯიბრი ჩატარდა ოლიმპიური კომპლექსის დარბაზში და პირობები მართლაც საუცხოო იყო. მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, ლანჩხუთლმა კარატისტებმა რვა მედლის მოპოვება შეძლეს: 4- ოქრო , 3- ვერცხლი და 1 ბრინჯაო. წარმატებულად დაიწყეს გოგონებმა, ჯერ ლიზი თურქიამ მოიგო თავისი ასაკი (12 -13 წელი) და ოქრო ჩაითვალა, ხოლო შემდეგ უფროსებში- მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლი მოიპოვა. შემდეგ ანა პატარაიამ გაგვახარა ოქროს მედლით. მან ფინალი ახალციხელ სპორტსმენს მოუგო. შეუდარებელი იყვნენ თავიანთ წონებში გიორგი ჩხაიძე და გიორგი ზენაიშვილი. ორთავემ ფინალებში თავიანთი სანაკრებო კონკურენტები პირწმინდად დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ. ამ ბიჭებმა ამით  დაამტკიცეს ,რომ ნაკრების ფავორიტები არიან. გუგა ივანაშვილიის ფინალი ძალზე ტრაგიკული იყო. ის მთელ შეხვედრას იგებდა უპირატესობით და მსაჯების არასწორი გაფრთხილების გამო, 3 წამით ადრე მეტოქე წინ გავიდა და გუგას დრო აღარ ეყო გასამარჯვებლად. იგი ვერცხლს დასჯერდა. იური ევგენიძე ახალბედა სპორტსმენია და მან მაინც შეძლო ფინალში გასვლა, თუმცა გამოცდილება არ ეყო და ვერცხლი დაისაკუთრა.  ზურა ბერიძემ, რომელმაც საშეჯიბრო ასაკი შეიცვალა, პირველ შეჯიბრზე 10- 11 წლებში ბრინჯაოს დასჯერდა. ლანჩხუთლი კარატისტები მოამზადეს მწვრთნელებმა: მერაბ თურქიამ და ლაშა ბერიძემ;  უნდა ითქვას, რომ 2018 წლის სტარტი წარმატებულია და ჩვენი ლანჩხუთელი (და არამარტო) გულშემატკივარი ტრადიციული წარმატებით გაახარეს კარატისტებმა. რაც შეეხება 2017 წელს, ჩვენმა სპორტსმენებმა 124 მედალი მოიპოვეს, აქედან 44 ოქრო, 29 ვერცხლი და 51 ბრინჯაო. აქ შედის როგორც საქართველოს მასშტაბით აღებული მედლები, ასევე საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონის გუვა ივანაშვილის მედალი, რაც ძალზე სასიხარულოა. კარატე კვლავ რჩება შედეგების მიხედვით ჩვენი რაიონის ნომერ პირველ  სახეობად და მას მეტი ყურადღება სჭირდება. ლანჩხუთელი ბავშვების სასიხარულოდ, სპორტული ცენტრის და  კეთილი მეგობრების ძალისხმევით 2017 წელს მოხდა კარატეს დარბაზის გაზიფიცირება და ახლა 80 მეტი მოსწავლე სითბოში ვარჯიშობს. რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან  ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ, ლანჩხუთის დარბაზი სასწრაფოდ საჭიროებს რემონტს და სავარჯიშო ლეიბს , რათა შეიქმნას ელემენტარული სავარჯიშო პირობები .მერაბ თურქია  შეხვდა ლანჩხუთს მერს - ალექსანდრე სარიშვილს და მოადგილეს გოგი ფაცურიას. თურქიას თქმით: ,,ამ პირებმა გამოთქვეს მზადყოფნა ყველანაირად შეუწყონ ხელი ამ წარმატებული სახეობის განვითარებას, რაც მისასალმებელია და დარწმუნებულები ვართ ისინი ამ პირობას შეასრულებენ და წარმატებულ ბავშვებს შეუქმნიან ყველანაირ პირობას. დაბოლოს შეგახსენებთ, რომ კარატე ოლიმპიური სახეობაა და 2020 წლიდა ჩაერთვება ოლიმპიუროლიმპიურ თამაშებში ტოკიოში. ვინ იცის ამ პატარა რაიონში და ამ პატარა დარბაზში ოლიმპიური ჩემპიონი გვეზრდება, არ დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ნაკრების სამი წევრი გვყავს ლანჩხუთიდან: გუგა ივანაშვილი, გიორგი ზენაიშვილი და გიორგი ჩხაიძე. ეს უდიდესი წარმატებაა“ -ამბობს მერაბ თურქია.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 1 138
FACEBOOK კომენტარები