ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლუკა ლომაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!

ლუკა ლომაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
14-10-2022, 11:15

2020 - წლის 8-9 ოქტომბერს ბათუმის სპორტის სა­ს­ახლეში ჩატარდა როსტომ აბაშიძის, სამგზის მსოფ­ლიო ჩემპიონის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მონაწილემ.
71-კგ. წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა იჭიდავა აჭარის სახელით მოასპარეზე ლანჩხუთელმა ლუკა ლომაძემ. მან ურთულეს ორთაბრძოლებში დაამარცხა ყველა მეტოქე და გახდა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ვულო­ცავთ ამ დიდ გამარჯვებას ლუკა ლომაძეს, მოქმედ  მწვრთნელს, ,,მამას,~ გოჩა ლომაძეს; მოქმედ მწვრთნელს, მინდია შაინიძეს, აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს უჩა შავაძეს და სრულიად საქართველოს, უდიდესი მადლობა აჭარას და აჭარის მწვრთნელებს, ეს გამარჯვება  პირადად მათი დამსახურებაა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 490
FACEBOOK კომენტარები