ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელ მოჭიდავეთა წარმატება რესპუბლიკურ ტურნირში

ლანჩხუთელ მოჭიდავეთა წარმატება რესპუბლიკურ ტურნირში
20-12-2016, 00:00

რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქების ნაკრებ გუნდებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრები გუნდი 7 მოჭიდავითა და 2 მწვრთნელით (ზაზა თევზაძე 23 კგ, საბა ჯიჯიეშვილი 26 კგ, თამაზ ღლონტი 29 კგ, ლუკა ბეკოევი და ოთარ ჯანელიძე 32 კგ, ლუკა ლომაძე 35 კგ და გენო ბერიძე 53 კგ წონით კატეგორია, მწვრთნელები: დავით მჟავია და გოჩა ლომაძე). სულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა 130 სპორტსმენი. ლანჩხუთელმა მოჭიდავეებმა შესანიშნავი შეხვედრები ჩაატარეს. სამმა მათგანმა: ზაზა თევზაძემ, თამაზ ღლონტმა და ლუკა ლომაძემ არავითარი შანსი არ დაუტოვეს თავიანთ მოწინააღმდეგებს, ყველა შეხვედრა აშკარა უპირატესობით მოიგეს და ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო საბა ჯიჯიეშვილი, ლუკა ბეკოევი და გენო ბერიძე მხოლოდ ჯგუფის ფინალურ შეხვედრებში დამარცხდნენ და საბოლოო ჯამში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენ (ჯამში 3 ოქრო და 3 ბრინჯაო). მხოლოდ ერთი ოთარ ჯანელიძე დარჩა უმედლოდ, მასაც ჰქონდა შანსი, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობის გამოვლენა. უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრზე ჩვენი გუნდი თავიანთი ხარჯებით გაემგზავრა. სამწუხაროდ, რამდენიმე მოჭიდავემ უსახსრობის გამო ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება. როგორ მწვრთნელებმა გვითხრეს, _ შეიძლებოდა უფრო მეტი მედალის აღებაც. `ბევრი ისეთი მოჭიდავე ვერ წამოვიდა, რომლებიც მედლების რეალური კანდიდატები იყვნენ. იმედია, მომავალ წელს გაუმჯობესდება მოჭიდავეთა შეჯიბრებებზე დაფინანსებით საკითხი. ჩვენის მხრიდან კი პირობას ვიძლევით უკეთეს შედეგებსაც ვაჩვენებთ~. `ჰო და არას~ ინფორმაციით, წელს კიდევ ერთი შეჯიბრებაა დაგეგმილი, სადაც ლანჩხუთელი მოჭიდავეები იასპარეზებენ. პირველობა ქალაქ ბათუმში 23-25 დეკემბერს გაიმართება, რომელიც საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის, ნოდარ ჭანუყვაძის ხსოვნას ეძღვნება. საგულისხმოა, რომ ამ ტურნირზეც საკუთარი სახსრებით მოუწევთ ლანჩხუთელ ფალავნებს წასვლა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები